სამეცნიერო ფორუმები

ავსტრია. 2005

2.-1000-Bulgarian-costumes-in-one-place_Europe_Davidsbeenhere-Photo-credit-www.destinationrazlog.com_


2005, ავსტრია. საერთაშორისო სიმპოზიუმი  “ევროპული ხმები: კოლექტიური მღერა ბალკანეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში”   2005 წლის 11-13 მარტს გაიმართა. სიმპოზიუმი მოეწყო, როგორც ფოლკლორული მუსიკისა კვლევისა და ეთნომუსიკოლოგთა ინსტიტუტის, ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი, ავსტრიის ეროვნული კომიტეტი ICTM-ისა და ვენის კონცერჰაუსის ერთობლივი ღონისძიება. დაფუძნდა ევროპული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი (ხელმძღვანელი არდიან აჰმედაჯა). სიმპოზიუმის ხელმძღვანელები აპირებენ გამოცენ მოხსენებები სრული სახით. გამოცემულ აბსტრაქტებზე დაყრდნობით სიმპოზიუმზე შემდეგი მოხსენებები იყო წარმოდგენილი:

1. ჯორჯო ადამო, იტალია. “სოციალური მნიშვნელობები, ჯგუფების დინამიკა და ბგერის სტრუქტურა მრავალხმიან ვოკალურ შემსრულებლობაში: ცენტრალური და სამხრეთ იტალიის მაგალითზე”.
2. არდიან აჰმედაია, ავსტრია. “ცვლილებები ტრადიციის ფარგლებში: პარტიები და მათი რიცხვი ალბანურ მრავალხმიან სიმღერებში”.
3. სოფია ბაჯრეკტავერიჩი, ავსტრია. “მრავალხმიანობის შესახებ ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში”.
4. მაურო ბალმა, იტალია. “ლიგურია: მრავალხმიანი სიმღერა ალპებიდან ზღვამდე”.
5. რუდოლფ ბრანდლი, გერმანია. “დიაფონიასთან დაკავშირებული ახალი ასპექტები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში”.
6. იოშკო ჩალეტა, ხორვატია. “თანამედროვე “კლაპას” მოძრაობა  – მრავალხმიანი მღერის პოპულარული ტრადიცია”.
7. სალტა ელ-შავან კასტელო – ბრანკო, პორტუგალია. “ვოკალური მრავალხმიანობა პორტუგალიაში: ალენტეჯოს შემთხვევაში”.
8. ჟან-ჟაკ კასტერე, საფრანგეთი. “მრავალხმიანობა საფრანგეთის მატერიკზე: ტიპოლოგიური მიდგომა”.
9. დიმიტრი გოლემოვიჩი და სელენა რაკოსევიჩი, სერბეთი და მონტენეგრო. “ორხმიანობა სერბეთსა და მონტენეგროში”.
10. ვედე კალი, რუმინეთი. “მრავალხმიანობა რუმინელებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული გარემოცვა, გავრცელება და სურვილები”.
11. ბერნარდ ლორტატ-ჟაკობი, საფრანგეთი. “კონსონანსი და დისონანსი მრავალხმიანობაში”.
12-14. იგნაძიო მაჩიარელა, იტალია. ა) “უწყვეტობა, ტრანსფორმაცია და ხელახალი ქმნადობა კორსიკულ მრავალხმიან შემსრულებლობაში”.; ბ) “ოთხმიანობა: მრავალხმიანი მღერა სარდინიაში”; გ) “მრავალხმიანი სტრუქტურების ნაირსახეობები სიცილიაში”.
15. ჯაუმე აიატსი და სილვია მარტინესი, ესპანეთი. “სასიმღერო პროცესიები და დღესასწაულები: მრავალხმიანობის განსხვავებული მოდელები ესპანეთში”.
16. ლოზანკა პეიჩევა, ბულგარეთი. “მრავალხმიანი სიმღერები და ტრანფორმაცია: ბულგარულ შემთხვევაში”.
17. ველიკა ჯოკოვა, მაკედონია. “მაკედონიური მრავალხმიანობა: ზოგიერთი საბაზისო მახასიათებლები”.
Share it on