მრავალხმიანობის კერები

გერმანია



მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ტრადიციული მრავალხმიანობა არ არის კარგად წარმოდგენილი ისტორიულ წყაროებში, ერთად სიმღერა გერმანული ტრადიციული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ფოლკლორულ მუსიკაში მსმენელების უმრავლესობა აგრეთვე მონაწილეობენ შესრულებაში. ისინი მღერიან, ღიღინებენ, ცეკვავენ, და საერთოდ აქტიურ მონაწილეობას იღებენ საერთო მხიარულებაში და ხმოვანებაში.

არსებობს რამდენიმე არაპირდაპირი მინიშნება შუა საუკუნეების გერმანული მრავალხმიანობის თაობაზე. ერთ-ერთის მიხედვით ზალცბურგელი ბერი ჰერმანი მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში ქმნიდა ბურდონული მრავალხმიანობის რამდენიმე ნიმუშს, რითაც ცდილობდა ხალხურ ტრადიციაზე დაყრდნობით ახალი სტილის შექმნას.

არსებობს სხვა შემთხვევაც: კომპოზიტორი ოლვალდ ფონ ვოლკენშტეინი, რომელიც აგრეთვე ჩართული იყო ტრადიციულ მრავალხმიანობის შესრულებაში, ფართოდ იყენებდა კანონიკურ მრავალხმიანობას თავის კომპოზიციებში. 1700-1800 წლებში ჩამოყალიბდა ევროპული ჰარმონიული სისტემა, რომელიც ტონიკა-სუბდომინანტა-დომინანტას ფუნქციებს ეყრდნობოდა. მე-19 საუკუნეში ეს სისტემა პოპულარული გახდა მთელს ევროპაში. 1800-იანი წლებიდან გერმანიაში იქმნება უამრავი მამაკაცთა გუნდები (ლიდერტაფელები სიტყვასიტყვით – “სუფრული სიმღერა”) ფაბრიკებში, სკოლებში და ა.შ.

Share it on