მრავალხმიანობის კერები

მაკედონია



მაკედონია ერთ-ერთი ყველაზე მრავალხმიანი ქვეყანაა ბალკანეთში. მრავალხმიანობის სხვადასხვა სტილები არსებობს ტრადიციულ ხალხურ სიმღერაში. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია დისონირუბულ სეკუნდებზე აგებული ბურდონული ტიპის მრავალხმიანობა (ბურდონი ორივე, გაბმული პედალური და რეჩიტაციული ტიპისაა). მთავარი მელოდია ხშირად არის ორნამენტირებული. ბანის პარტია ზოგჯერ შუალედურია პედალურსა და რიტმულ ბურდონს შორის. ბურდონი შეიძლება იყოს ერთტონალური (ერთ ბგერაზე აგებული) ან ავიდეს სეკუნდით (ზოგ შემთხვევაში ტერციით ან კვარტით) ზემოთ. მრავალხმიანობის ტრადიცია მეტწილად შენარჩუნებულია ქალთა რეპერტუარში. მაკედონიელი ეთნომუსიკოლოგების დაკვირვების მიხედვით, ძველი ბორდონული მრავალხმიანობის დიდი ნაწილი დაიკარგა მაკედონიაში 1950-დან 1980-იან წლებამდე, რისი მიზეზიც იყო სოციალისტურ იუგოსლავიაში გამოცხადებული ბრძოლა “მავნე და დრომოჭმული გადმონაშთების შესახებ” (ბიცევსკი, 1986).

Share it on