სიახლეები

მე-9 სიმპოზიუმის მონაწილეების შერჩევის შედეგები



Webp.net-compress-image

დასრულდა ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმის (30 ოქტომბერი – 3 ნოემბერი) მონაწილე მეცნიერებისა და ანსამბლების რეგისტრაცია-შერჩევის პროცესი!

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო სიმპოზიუმის საპროგრამო კომიტეტის გადაწყვეტილებით, წლევანდელ სიმპოზიუმში სხვადასხვა ფორმატით მონაწილეობის მისაღებად დაშვებულია 45 მეცნიერი, ამათგან, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან ჩამოსული 30 უცხოელი და 15 ქართველი მკვლევარი. მათ შორისაა, ბრიტანელი რეჟისორი, დან შატი დოკუმენტური ფილმით ალბანურ ისო-პოლიფონიაზე.

IX სიმპოზიუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განსაკუთრებით მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა. მათ შორის, კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაგეგმილი ქალაქური მუსიკის, ქართული ფიუჟენისა და ტრადიციული მუსიკის (დასკვნითი) კონცერტები, რომლებშიც ქართველი შემსრულებლების გვერდით მსოფლიოს 7 ქვეყნიდან ჩამოსული ტრადიციული მუსიკის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

 

Share it on