მეცნიერები

ოთარ ჩიჯავაძე



19. 03. 1919 (თბილისი) – 21. 03. 1998
(თბილისი). 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტის ისტორიული განყოფილება, 1954 წელს კი ასპირანტურა ვ. დონაძის ხელმძღვანელობით. 1953 წ-დან ეწოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1966 წლიდან კონსერვატორიის მუსიკის ისტორიისა და ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრების დოცენტი. 1965 წლიდან კითხულობდა მუსიკის ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების ფოლკლორის სექციის ხელმძღვანელი.
1954 წლიდან ეწეოდა ფოლკლორისტულ-შემკრებლობით საქმიანობას. ჩატარებული აქვს 53 ექსპედიცია და ჩაწერილი აქვს 2000-მდე ხალხური სიმღერა.
აქედან სანოტო კრებულის სახით გამოყვეყნებული აქვს “კახური სიმღერების” ორი ტომი, “მეგრული სიმღერები”. გამოუქვეყვებელი დარჩა “ლეჩხუმური სიმღერები”, “შრომის სიმღერები დასავლეთ საქართველოში”.
ჩიჯავაძის ძირითადი ნაშრომები:

 მრავალხმიანობის ზოგიერთი საკითხი. (1955). თბილისი: საბჭოთა ხელოვნება #2: 37-40.
ქართული მრავალხმიანობის ზოგიერთი საკითხები. საბჭოთა ხელოვნება, 1955. # 2.
მიქაელ მოდრეკილის ერთი შენიშვნის გამო. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1957 # 5: 630-440.
ქართული ხალხური საკრავები. საბჭოთა ხელოვნება, 1959. # 1.
ქალაქის სიმღერა და ქართველი რომანტიკოსები. საბჭოთა ხელოვნება, 1961. # 9.
ქართული კახური ხალხური სიმღერები. (1962). I ნაწილი. თბილისი: ცოდნა (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. და ინგლ. ენაზე)
ქართული ხალხური სიმღერები. (1969). კახური. II ნაწილი. თბილისი: განათლება (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. და ინგლ. ენაზე).
ქართული ხალხური სიმღერები. მეგრული. (1974). ჩიჯავაძე, ოთარ (შემდგენელი). თბილისი: ხელოვნება (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. და ინგლ. ენაზე).
ქართული საეკლესიო გალობის სწავლების მეთოდიკის საკითხისათვის ძველ საქართველოში. (1991). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები: გვ. 61-66. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე).
ქართული ხალხური სიმღერის მოამაგენი. (1997). სამეცნიერო შრომების კრებულში: წურწუმია, რუსუდან. (პ/მ რედ.). მუსიკისმცოდნეობის საკითხები: 63-77. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. და ინგლ. ენებზე).
Музыкальная культура XIX века. (1957). В сборнике: Цулукидзе, Антон (гл. ред.). Грузинская музыкальная культура: стр. 84-102. Москва: Государственное музыкальное издательство (რუსულ ენაზე)
Чиджавадзе, Отар и Цагарейшвили, Валериан. Грузинские народные песни. (1964). Москва: Музыка (ქართულ და რუსულ ენებზე)
Грузинское народное многоголосие и европейская средневековая полифония. В сборнике: Жордания, Йосиф (сост. и ред.). Вопросы народного многоголосия: 59-60. Тбилиси: Сабчота Сакартвело (რუსულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)
ოთარ ჩიჯავაძის გარდაცველების შემდეგ გამოიცა შემდეგი მისი ნაშრომები:
ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი (2009), (შედგენილია 1979 წ.), გამოცემაზე მუშაობდნენ ნუნუკა შველიძე, ნანა კალანდაზე, ბაია ასიეშვილი, ნანა ვალიშვილი; ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თბილისი;
საკრავები ძველ საქართველოში, (2009), გამოცემაზე მუშაობდნენ ეკატერინე შოშიაშვილი, ნანა ვალიშვილი, ბაია ასიეშვილი. ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი.

Share it on