მრავალხმიანობის კერები

სამხრეთ ამერიკა



თნომუსიკოლოგების პუბლიკაციებში ხშირად აღინიშნება, რომ სამხრეთ ამერიკის ინდიელთა სასიმღერო ტრადიციები ბევრად უფრო მრავალხმიანია ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკელებისა. “მიუხედავად იმისა რომ ჩრდილო ამერიკაში აღინიშნება მრავალხმიანობის ნაკლებობა, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ინდიელთა შორის ხშირად აღინიშნება რთული მრავალხმიანი სტილები.” (ნეტლი, 1961:354). ალან ლომაქსის თანახმად სამხრეთ ამერიკაში მრავალხმიანობა გავრცელებულია ანდების აღმოსავლეთ ფერდობების გასწვრივ. ლომაქსის სიტყვებით, ამ ოლქში შეიძლება შეგვხვდეს რბილი ხმოვანების სიმღერები. ასეთივე სტილის სიმღერებს ვხვდებით პერუს ტერიტორიაზე (ლომაქსი, 1985)

კ’ერო

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუსიკალური ტრადიცია არის სამხრეთ ამერიკაში, რომელიც პატარა ტომს, კ’ეროს შემორჩა (დღეისათვის აქ არის მხოლოდ დაახლ. 400 ადამიანი), კ’ერო ლეგენდარულ კუსკოსთან ახლოს ცხოვრობს ანდების მთებში. ზოგიერთი თვლის, რომ კ’ერო გადარჩენილი ინკები არიან და შესაბამისად მათ ტრადიციას აგრძელებენ, თუმცა ძირითადად ითვლება, რომ კ’ეროს ტრადიციაბში კიდევ უფრო ადრეული ფენებია შემორჩენილი. ჩვენთვის მნიშვნეოვანია, რომ მათ საინტერესო და უნიკალური მრავალხმიანობის ტრადიცია აქვთ.

ამაზონის რეგიონის ინდიელები

არის მონაცემები ამაზონის აუზში მცხოვრები ინდიელების მიერ გუნდური სიმღერის ტრადიციების არსებობისა, თუმცა ხშირად ეს არის უფრო “სხვადასხვახმიანობა”, ვიდრე “მრავალხმიანობა” (არაორგანიზებული ჰეტეროფონიული სიმღერა). ვარაოსთან მდინარე ორინიკოს დელტაში მცხოვრებ შამანებმს ერთი საინტერესო სამკურნალო რიტუალური აქვთ: თუკი ავადმყოფი დიდი და დაფასებული ადამიანია, ისინი ქმნიან პატარა ანსამბლს – შამანთა დუეტს ან ტრიოს, რითაც მას ერთად სიმღერით მკურნალობენ. ამაზონის ოლქის ინდიელები პერუში ჰეტეროფონური სიმღერით არიან ცნობილები. აფრიკული მოსახლეობის გავლენა სამხრეთ ამერიკაზე ძალიან დიდი იყო. აფრიკელები სხვადასხვა რაიონიდან (ძირითდადა დასავლეთ აფრიკიდან) ჩამოყვანილი მონები იყვნენ, ისინი სხვადასხვა აფრიკულ ენებზე და დიალექტებზე საუბრობდნენ, მაგრად იზიარებდნენ საერთო მუსიკალურ ტენდენციებს: სიმღერის შესრულებაში კოლექტის მონაწილეობას და მრავალხმიანობას, კითხვა-პასუხის ფორმას, დოლების აქტიური რიტმების გამოყენებას. სამხრეთ ამერიკის მეორე საინტერესო თავისებურებაა ის, რომ არქეოლოგიური ინფორმაცია სავსეა მრავალხმიანი ინსტრუმენტების აღწერით: პანის ფლეიტა, ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი ფლეიტები მიუთითებენ, რომ სამხრეთ და ცენტრალური და ამერიკის წინაპრების სამუსიკო არსენალში ინსტრუმენტული მრავალხმიანობა უნდა არსებობულიყო ევროპულ ცივილიზაციასთან კონტაქტამდე.

ერთ-ერთ ყველზე მნიშვნელოვან წერილობით წყაროში ნათქვამია, რომ ტბა ტიტიკაკას რეგიონში ადგილობრივი ინდიელები უკრავდნენ ორმაგ პანის ფლეიტაზე ანტიფონურად (კითხვა-პასუხის ფორმით, როგორც ეს ცნობილია მეგრულ ნარზში). იქვე ნახსენებია სხვადასხვა ვოკალური ხმები (ტიპლე, ტენორი, კონტრალტო, კონტრაბაჯო). შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვადასხვა ზომის პანის ფლეიტები ქმნიდნენ მრავალხმიან ჟღერადობას, ისევე, როგორც ეს ამ რეგიონში დღესაც ხდება (ტურინო 1998: 207).

დასკვნისათვის ვიტყვით, რომ სამხრეთ-ამერიკელ-ინდიელთა მუსიკაში არის მრავალხმიანობის ტრადიციები, თუმცა ეს არაა მათი მუსიკალური კულტურის წამყვანი ელემენტი. მრავალხმიანობა უმეტესად ჰეტეროფონულია. ანდების მთები მრავალხმიანობის გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიაა სამხრეთ ამერიკაში. აქ სხვა ფორმებს შორის დაფიქსირებულია მრავალხმიანი ბურდონი, უნიკალური მთელი სამხრეთ ამერიკისათვის.

Share it on