საეკლესიო მუსიკის ლაბორატორია

სასულიერო მუსიკის ლაბორატორია ჩამოყალიბდა ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებაზე 2007 წელს, პროფესორი მანანა ანდრიაძის ინიციატივით, რომელიც იმ დროისათვის ხელმძღვანელობდა ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებას და კოორდინაციას უწევდა ამავე კათედრაზე დაარსებული საერო და სასულიერო კვლევითი ლაბორატორიის სასულიერო მუსიკის კვლევის ჯგუფს. დაარსების დღიდან ლაბორატორიას ხელმძღვანელობს საეკლესიო მუსიკოლოგიის დოქტორი მაგდა სუხიაშვილი. სასულიერო მუსიკის ლაბორატორიაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს ქართულ საეკლესიო გალობასთან, ჰიმნოგრაფიასთან დაკავშირებული ლიტერატურას, სამეცნიერო გამოკვლევებს, სანოტო კრებულებს, ხელნაწერთა ფოტო ასლებს. ლაბორატორიაში, ასევე, დაცულია  მუსიკისმცოდნე გივი ლორთქიფანიძის პირადი არქივი.  ლაბორატორიის ხელმძღვანელის ინიციატივით 2015 წელს დაარსდა ექვთიმე კერესელიძის სახელობის სემინარები, რომლის ფარგლებში ტარდება შეხვედრები მეცნიერ-მკვლევარებთან, რომლებიც სწავლობენ საეკლესიო მუსიკასა და ჰიმნოგრაფიას.შეხვედრებზე მიმდინარეობს საინტერსო დისკუსია საეკლესიო მუსიკის პრობლემატიკის ირგვლივ.

ლაბორატორიის თანამშრომლები ეწევიან აქტიურ სამეცნიერო მუშაობას, სხვადასხვა ფონდებში დაცული ხელნაწერი წყაროების გამოვლენისა და შესწავლის კუთხით. მონაწილებენ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, აქვეყნებენ შრომებს კონსერვატორიისა და სხვა ადგილობრივ, თუ უცხოურ გამოცემებში.

ლაბორატორიაში  შექმნილია კომფორტული სამუშაო და სასწავლო გარემო საეკლესიო მუსიკის სპეციალობის სტუდენტ-მუსიკისმცოდნეთათვისათვის. როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორ-მასწავლებლებს  მუშაობაში დიდ დახმარებას უწევს ლაბორატორიის ბიბლიოთაკაში დაცული წიგნადი ფონდი. ლაბორატორიის თანამშრომლები დახმარებას და კონსულტაციას უწევენ გალობის პრაქტიკული შესწავლითა და კვლევით დაინტერესებულ სტუდენტებს.