მრავალხმიანობის კერები

აღმოსავლეთ აზია



 იაპონია (აინები)

 მრავალხმიანი მღერის ყველაზე იზოლირებული ტრადიცია მსოფლიოში არსებობს აღმოსავლეთ აზიაში — ჩრდილოეთ იაპონიასა და კურილიის კუნძულებზე მცხოვრებ აინებს შორის.

აინების ეთნიკური, ლინგვისტური და რასობრივი მიკუთვნება არაერთხელ განხილულა მეცნიერებაში. თავდაპირველად ევროპელებმა ისინი ფინელებს მიამსგავსეს. ჩრდილოეთ იაპონიაში დღეისათვის დაახლოებით 20.000 აინი ცხოვრობს (ძირითადად კუნძულ ხოკაიდოზე). მათგან დაახლოებით ას ადამიანს შეუძლია მხოლოდ დღეს აინთა ენაზე საუბარი.

აინთა ტრადიციული მრავალხმიანობა მოკლე მუსიკალური ფრაზების კანონიკურ იმიტაციაზეა დაფუძვნებული. ტანიმოტო კაზუიუკის (1965, 1975) გამოკვლევის თანახმად, აინური მუსიკის 13 სხვასხვა ჟანრიდან ყველაზე მთავარია ორი:

1) უპოპო, ესაა წრეში მჯდარი მოხუცების მიერ ნამღერი კანონური მრავალხმიანობა, დa 2) რიმზე, ესაა წრიული ცეკვა, იშვიათად ნამღერი კანონითურთ.

კანონური სიმღერა ცვალებადია და იქ შეიძლება იყოს ორიდან ექვს ხმიანობამდე. ზუსტი კანონური სიმღერა აინების მრავალხმიანობის ყველაზე სახასიათო და ცნობილი ელემენტია. კანონის პრინციპზე დამყარებულობის გამო აინების ვოკალური ტრადიცია უნიკალურია სხვა მრავალხმიან კულტურათა შორის. ერთადერთი ევროპული კულტურა, რომელიც შემსრულებლობის კანონურ პრინციპს იყენებს არის ლიტვური სუტარტინესი. ორხმიანი ლიტვური სუტარტინესისგან განსხვავებით აინების მრავალხმიანობა ზოგჯერ 5-6 –ხმიანია.

გვხვდება ბურდონული მრავალხმიანობის ელემენტები, ზოგ შემთხვევაში ჟღერს კი ჟღერს სეკუნდური დისონანსები. Aაინებისა და მეზობელი კულტურების ურთიერთზემოქმედება სხვადასხვა სფეროებში (მრავალხმიანობის გარდა) არაერთხელ აღნიშნულა მეცნიერებაში ( Kაზუყუკი -1975:66). თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, აინების მრავალხმიანობა უდავოდ უნიკალურია მთელს აღმოსავლეთ აზიაში.

ჩინეთი

ალან ლომაქსმა ჩინეთი ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად გააერთიანა უზარმაზარ კულტურულ რეგიონში — ჩრდილოეთ აფრიკიდან დაწყებული აღმოსავლეთ აზიამდე, საერთო სახელწოდებით “ძველი მაღალი კულტურები” (ლომაქსი, 1968). ეს კულტურები ეფუძნება მუსიკალური პროფესიონალიზმის მსოფლიოში ალბათ უძველეს სისტემას, განვითარებულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და უძველესი წარმოშობის ინსტრუმენტულ ანსამბლებს, და გარდა ამისა, რთულ თეორიულ ნაშრომებს კილოებზე და მუსიკაზე. ჩინეთი გეოგრაფიულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მსოფლიოში.

ჩინეთი სამართლიანადაა ცნობილი როგორც ერთხმიანობის ალბათ ყველაზე დიდი რეგიონი მსოფლიოში. ამავე დროს ის უამრავი განსხვავებული ეთნიკური უმცირესობების სამშობლოცაა. თუ ამ უმცირესობების მუსიკალურ ტრადიციებს გადავხედავთ, იქ ვიპოვით მრავალხმიანი სიმღერის უამრავ ნიმუშს, სრულიად უცხოს დასავლეთის მეცნიერთათვის.Aამ ეთნიკურ უმცირესობათა მუსიკალურ ტრადიციაში ბევრს გააჩნია მრავალხმიანობა. თუ გავითვალისწინებთ რომ ჩინეთში ეთნიკურ უმრავლესობათა სიცხვი 50 – ზე მეტია და მათი მოსახლეობა ერთად 100 მილიონს ითვლის (!), შეგვიძლია მიახლოებით მაინც ვიქონიოთ წარმოდგენა, თუ რამდენად მდიდარია და მრავალფეროვანია დასავლეთისთვის უცნობი მრავალხმიანი ტრადიციები ჩინეთში.

მრავალხმიანი სიმღერები შეიძლება დაიყოს 3 ჯგუფად :

  1. ჟუანგ, იაო მა მიაოს ხალხების სიმღერები, როგორც ჩანს, აგებული ჰეტეროფონიაზე
  2. სიმღერები, სადაც მოცემულია ბურდონული ბანი და მთავარი მელოდია, რაც აღმოჩენილია დონგასა და მულაოში
  3. კანონის ან წრიული ფორმის მელოდიები – ტომი შე-დან. სეკუნდების ხშირი გამოყენება ამ სიმღერების დამახასიათებელი თავისებურებაა” (ჯიზენგი 2002 : 449).

აქვე უნდა დავამატოთ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი სენსაციური მონაცემები: მთიან ადგილას, “ჰანის” ხალხთან მოწყობილ ექსპედიციაში გაკეთდა ჩანაწერი ხუთი და რვახმიანი სიმღერებისა, რომლებიც ქორწილში და ბრინჯის თესვის პროცესში სრულდებოდა. ამ სიმღერებში თითო ხმას თითოOმომღერალი ასრულებს, და გარდა ამისა, თანხლებისთვის ტრადიციულ ინსტრუმენტებსაც იყენებენ (ესენია განივი ფლეიტა “ლაბი” და სამსიმიანი “ლაჰე”).

ტიბეტი

ტიბეტელი ბერების რელიგიური რეჩიტაცია ფაქტიურად ჯგუფური სიმღერაა და უნდა განვიხილოთ როგორც ჯგუფური სიმღერის თავისებური ტიპი. თუმცა, ის ვერ ჩაითვლება მრავალხმიანობის ჩვეულებრივ სახეობად. კარლ ბიუხერი, თავის ცნობილ წიგნში “მუშაობა და რიტმი”, გვაცნობს ტიბეტური ბურდონული ორხმიანი მღერისა საინტერესო ნიმუშს. ეს არის ტრადიციული შრომის სიმღერა “ტონგსკადი”.

განსაკუთრებით საინტერესოა ტიბეტელ ქალთა მრავალხმიანობა, რომელიც ეთნომუსიკოლოგიურ პუბლიკაციებში არასოდეს არ მინახია, სამაგიეროდ სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ჩინურ სატელევიზიო გადაცემაში. ამ ჩანაწერში სამი ტიბეტელი ქალი ასრულებს “ქალის სიყვარულის სიმღერას” და ეს სიმღერა მთლიანად დაფუძნებული იყო ხანგრძლივ ბურდონსა და დისონირებული სეკუნდების თანაფარდობაზე.

ტაივანი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტრადიციული მრავალხმიანობის გავრცელებისა და კვლევის ერთ-ერთი ცენტრალური რეგიონია კუნძული ტაივანი.Aამის დამადასტურებელია თუნდაც ის, რომ 2002 წლის ოქტომბერში (თბილისში ჩატარებული პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის დამთავრების მერე სულ რამოდენიმე დღეში) ტაივანში მოეწყო ტრადიციული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია – ჯერჯერობით ერთადერთი ასეთი ტიპის კონფერენცია მთელს აზიაში.

ტაივანში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის რამდენიმე ჯგუფი ცხოვრებს, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ჩინელებისაგან. ესენია: ატაიალი, ამი, ბუნუნი, პაივანი, საისატ, ცოუ, რუკაი, პუიუმა, შაო. მათგან უმეტესობის სასიმღერო ტრადიციებში არის ვოკალურ მრავალხმიანობა. ატაიალი ტომის მომღერლები მეტწილად ასრულებენ სოლოს, თუმცა საქორწილო ცერემონიების დროს ისინი ორ და სამხმიან კანონურ სიმღერებს მღერიან. ტომი ამის მრავალხმიანობა უმეტესად ორხმიანია, მელოდია იმღერება დაბალ ხმაში (უნისონურში ან სოლო), მაღალი ხმა ყოველთვის სოლოა, და მის პარტიაში არის ფართო ინტერვალების მქონე პენტატონიკური წყობის მელოდია. ფაქტურა ზოგჯერ სამი, ზოგჯერ ოთხხმიანია. ერთ-ერთი ამის ტომის მრავალხმიანი სიმღერა მილიონობით მსმენელმა მოისმინა ბრიტანული როკ-ჯგუფის “ენიგმას” ჩანაწერში. სამწუხაროდ, ბრიტანელმა მუსიკოსებმა არ მიუთითეს მათი კომპოზიციის მუსიკალური თემების დედნების შესახებ, ამიტომ ყველასთვის უცნობი დარჩა მუსიკის სადაურობა და ფესვები (თუმცა მათ მოგვიანებით დიდძალი ფული გადაუხადეს მთავარი მელოდიების შემსრულებლებს). Eეს სიმღერა, “დაბრუნება უმანკოებისაკენ (“ღეტურნ ტო Iნნოცენცე”) 1994 წლის დიდი ჰიტი გახდა.

ტაივანის მთიან მხარეში მცხოვრები ხალხი ბუნუნი – ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული მრავალხმიანობის მქონეა. აქ ბურდონს წამყვანი ადგილი უკავია. კუნძულის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი – პაივანი, ტრადიციულ სიმღერაში იყენებს ორხმიან ბურდონს მცირე დიაპაზონის მელოდიით. ბუნუნისაგან განსხვავებით, რომელიც ბურდონს ზემოდან იყენებს, პაივანში ბურდონი ყველაზე დაბალი ხმა არის.

ვიეტნამი

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ვიეტნამის მთავარი ეთნიკური ჯგუფის – ვიეტის — მუსიკალური ფოლკლორი ერთხმიანია. მაგრამ, ჩინეთის მსგავსად, მრავალხმიანობის ტრადიციები ნაპოვნია ვიეტნამის ეთნიკურ უმცირესობათა შორის (ნამ, 1988: 41). ვიეტნამში 50-ზე მეტი უმცირესობა ცხოვრობს, მათი ნაწილი ცენტრალური ვიეტნამის დაბლობზე ცხოვრობს, ნაწილი კი მთა-გორიან ტერიტორიაზე.

როგორც ეს ხდება ხოლმე, ვიეტნამის ყველაზე პირველი ადრეული მოსახლეობა დღეს უმცირესობას წარმოადგენს და ძირითადად ცენტრალური და ჩრდილოეთ ვიეტნამის მთიან ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქვეყნის მთიანი ჩრდილოეთი ძირითადად სამხრეთ ჩინეთიდან 1300—1800 წლებში გადმოსულებს ეთნიკურ ჯფუფებს უკავიათ. მთიანი ვიეტნამის ხალხებს ვიეტებისაგან განსხვავებული წარმომავლობა, ფიზიკური (გენეტიკური) მახასიათებლები, ენები და მუსიკალური კულტურები გააჩნიათ.

ვოკალური მრავალხმიანობა დაფიქსირებულია ცენტრალურ, და განსაკუთრებით ჩრდილოეთის მთიან უმცირესობებში. ბურდონზე დამყარებული მრავალხმიანობა სეკუნდური დისონანსებით ვიეტნამური მრავალხმიანობის ყველაზე რთული ფორმაა. სამწუხაროდ, მთიანი ვიეტნამის მცხოვრებთა ტრადიციები თითქმის უცხოა დასავლელი ეთნომუსიკოლოგებისათვის. მაგალითად,Gგარლანდის სტატიაში ნახსენებია მათი ჯგუფური მღერის ტრადიცია, მაგრამ არაფერია ნათქვამი ეს ტრადიცია უნისონურია თუ მრავალხმიანი.

ჩვენს ხელთ არსებული მასალის მიხედვით, ჩინეთისა და ვიეტნამური უმცირესობათა მსგავსი ვოკალური ტრადიციები გააჩნია ნეპალის და ბირმის ხალხებსაც. არავითარი დეტალები მათი მრავალხამინობის შესახებ არაა ცნობილი.

ინდოეთი

ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანია ხალხთა, ენათა, რელიგიების და კულტურების თვალსაზრისით. ეს ეხება მუსიკალურ ტრადიციებსაც. ერთი მხრივ ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოეთის ტრადიციული კლასიკური რაგის ტყვეობასა, და მეორე მხრივ კინომუსიკის მასიური პოპულარობის პირობებში ინდური ხალხურ მუსიკას დიდი ყურადღება არ ექცევა.

მიღებული სტერეოტიპი “ინდური მონოდიურობის” შესახებ გადახედვას მოითხოვს. ჩემთვის ცნობილიაKერთადერთი ნაშრომი, სადაც განიხილება ინდური ხალხური პოლიფონია. ეს არის კაუფმანისა და შნაიდერის დიდი მოცულობის სტატია, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში მცხოვრება ასამის ხალხთა მრავალხმიანობას ეძღვნება (1960).

მრავალხმიანი სასიმღერო შემოქმედების მქონე მეორე რაიონია სამხრეთ ინდოეთი. მართალია, ინდოეთის სამხრეთის ხალხთა კულტურები (მათ შორის მუსიკალურიც) სხვადასხვაგვარია, ისინი საერთო დრავიდული წარმომავლობით ერთიანებიან. L

ლომაქსის მიხედვით, სამხრეთ ინდოეთის ტომებს მრავალხმიანობის სხვადასხვა ტრადიციები ახასიათებს.

Share it on