სამეცნიერო ფორუმები

ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი 2008 წლის 15-19 სექტემბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. კონფერენციის პარალელურად, სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა ტრადიციული მუსიკის კონცერტების სერია. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 2009 წელს ორ  – ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა (ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენებები.  რედაქტორები: წურწუმია, რუსუდან, ჟორდანია, იოსებ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. თბილისი: 2009).

Traditional_Musical_Group_(136308082)

2007 წლის 4-6 ოქტომბერს უნივერსიდადე ნოვა დე ლისბოას უნივერსიტეტის ეთნომუსიკოლოგიის ინსტიტუტის (INET) სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტმა, პორტელის მერიასა და ალენტეხოს კულტურის რეგიონალურ დირექტორატთან ერთად პორტელ ალეტეხოში ჩაატარა საერთაშორისო კოლოქვიუმი “მრავალხმიანი სიმღერა ევროპაში: ისტორიული ტრაექტორიები და მიმდინარე პერსპქტივები”. კოლოქვიუმის კოორდინატორი იყო სალვა ელ-შავან კასტელო ბრანკო. მოეწყო ალენტეხოს ტრადიციული მრავალხმიანობის რამდენიმე კონცერტი, კონფერენციის მასალები იბეჭდება. ქვემოთ იხილეთ მონაწილეებისა და მოხსენებების სია:

Read More

ტრადიციული მრავალხმიანობის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი 2006 წლის 25-29 სექტემბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. სიმპოზიუმის ფარგლებში შედგა სხვადასხვა კულტურების ტრადიციული მუსიკის კონცერტების სერია. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 2008 წელს ორ  –  ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა (ტრადიციული მრავალხმიანობის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენებები. რედაქტორები: წურწუმია, რუსუდან, ჟორდანია, იოსებ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. თბილისი: 2008).

2.-1000-Bulgarian-costumes-in-one-place_Europe_Davidsbeenhere-Photo-credit-www.destinationrazlog.com_
2005, ავსტრია. საერთაშორისო სიმპოზიუმი  “ევროპული ხმები: კოლექტიური მღერა ბალკანეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში”   2005 წლის 11-13 მარტს გაიმართა. სიმპოზიუმი მოეწყო, როგორც ფოლკლორული მუსიკისა კვლევისა და ეთნომუსიკოლოგთა ინსტიტუტის, ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი, ავსტრიის ეროვნული კომიტეტი ICTM-ისა და ვენის კონცერჰაუსის ერთობლივი ღონისძიება. დაფუძნდა ევროპული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი (ხელმძღვანელი არდიან აჰმედაჯა). სიმპოზიუმის ხელმძღვანელები აპირებენ გამოცენ მოხსენებები სრული სახით. გამოცემულ აბსტრაქტებზე დაყრდნობით სიმპოზიუმზე შემდეგი მოხსენებები იყო წარმოდგენილი:

Read More

ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი 2004 წლის 23–27 სექტემბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ მონაწილეები დასავლეთ საქართველოში, გურიაში გაემგზავრნენ, სადაც ისინი “გურული ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერების პირველ საერთაშორისო ფესტივალს” დაესწრნენ (29–30 სექტემბერი). კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 2005 წელს ორ  –  ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა (ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენებები. რედაქტორები: წურწუმია, რუსუდან, ჟორდანია, იოსებ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. თბილისი: 2005). 

ეთნომუსიკოლოგთა საერთაშორისო ფორუმის “მრავალხმიანი მღერა ტრადიციულ საზოგადოებაში: ქცევა და ესთეტიკა” ორგანიზატორი გახლდათ ტაიპეის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტი, მუსიკოლოგიის დეპარტამენტი. კონფერენცია გაიმართა 21-დან 25 ოქტომბრამდე. მეტად მწირი ინფორმაციიდან დავადგინეთ, რომ კონფერენციაზე 14 ეთნომუსიკოლოგმა წარადგინა მოხსენება. მოხსენებები განიხილავდნენ ტაივანის უმცირესობების (ბუნუნი, ამი, პაივანი, ატაიალ, ტსოუ), ჩინეთის უმცირესობების (ჰაი, ტოუნგი, ჩუანგი), ვიეტნამის (ლუანგი), მონღოლეთის, სარდინიის, ალბანეთის, ინდონეზიის, ფილიპინების და სოლომონის კუნძულების ტრადიციული მრავალხმიანობის სხვადასხვა ასპექტებს.

Read More

13555891_1001237103258486_1931503144_o

2002 წლის 2-8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი. სიმპოზიუმს მასპინძლობდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (რექტორი მანანა დოიჯაშვილი, პრორექტორი რუსუდან წურწუმია) და ქართული ხალხური მუსიკის საერთაშორისო ცენტრი (პრეზიდენტი – ანზორ ერქომაიშვილი). სიმპოზიუმის განმავლობაში UNECO-სა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერითა დაფუძნდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. ნორიკო აიკავა, UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სექციის ხელმძღვანელი, დაესწრო სიმპოზიუმსა და სიტყვით მიმართა მონაწილეებს. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 2003 წელს ორ – ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა (ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენებები. რედაქტორები: წურწუმია, რუსუდან, ჟორდანია, იოსებ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. თბილისი: 2003).

 საერთაშორისო კონფერენციის “მრავალხმიანობის პრობლემა სასულიერო და საერო მუსიკაში” ორგანიზატორი გახლდათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ხოლო მხარდაჭერი ფონდი “ღია-საზოგადოება – საქართველო”. მოხსენებები იმ ენაზე გამოიცა, რომელზეც ავტორებს ჰქონდათ წარმოდგენილი, გამოიცა ასევე აბსტრაქტებიც ინგლისურ (ქართულ) ენაზე (წურწუმია 2001). გამოცემულ კრებულზე დაყრდნობით გთავაზობთ მომხსენებელთა და მათ მოხსენებათა სიას (მონაწილეთა უმრავლესობა საქართველოს წარმოადგენდა):

Read More

ტრადიციული მრავალხმიანობის კონფერენციების სერია ათი წლის დუმილის შემდეგ კვლავ განახლდა საქართველოში. კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (რექტორი მანანა დოიჯაშვილი, პრორექტორი რუსუდან წურწუმია) და იგი ჩატარდა 1998 წლის 15-22 ოქტომბერს. მოხსენებები იმ ენაზე გამოიცა, რომელზეც ავტორებს ჰქონდათ წარმოდგენილი (იხ. წურწუმია, 2000), ასევე გამოიცა აბსტარქტები ალტერნატიულ ენაზე (ინგლისურ ან ქართულ). მონაწილეთა უმრავლესობა საქართველოდან გახლდათ. გამოცემულ კრებულზე დაყრდნობით გთავაზობთ მომხსენებელთა და მათ მოხსენებათა სიას:

Read More

incentive-team-building-concerts-02-royaumont-abbaye-fondation

Polifonies Vivantes-მა საფრანგეთის კულტურის სამინისტროსა და სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის პატრონაჟით, ასევე რუაიომონის ფონდის დახმარებით რუაიომონის სააბატოში გამართა სხვადასხვა კულტურების ტრადიციული მრავალხმიანობის შემსწავლელი ექსპერტების ჯგუფების შეხვედრა, 1994 წლის 1-4 მარტამდე. მონაწილეები ასევე ესწრებოდნენ აფრიკულ პოლირიტმულ, კორსიკულ მრავალხმიანობის, ქართული მრავალხმიანობის წარმოდგენა-ჩვენებებს. ამ შეხვედრის მასალები არ გამოქვეყნებულა. კონფერენციის პროგრამის თანახმად წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები.

Read More