ENGGEO
 
   

  კალენდარი           <<          >>   
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
ძიება საიტზე
 
28.12.2009
ქართველი ეთნომუსიკოლოგის მსოფლიო აღიარება

19 დეკემბერს ტმკსც-ის თანამშრომელმა, მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორმა, იუნესკოს ექსპერტმა იოსებ ჟორდანიამ მიიღო ფუმიო კოიზუმის სახელობის პრიზი - უმაღლესი ჯილდო მსოფლიო ეთნომუსიკოლოგიის სამყაროში, რომელიც 1989 წელს დაარსდა და აქამდე 25 ეთნომუსიკოლოგსა და მეცნიერთა ორ ჯგუფს აქვს მიღებული. პრიზი იოსებ ჟორდანიას მიენიჭა ხალხური მრავალხმიანობის კვლევასა და მრავალხმიანობის წარმოშობის ახალი მოდელის შემუშავებაში. მისმა აქტიურმა სამეცნიერო მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა ხალხური მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბებაში. იოსებ ჟორდანია არის ორი მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (მესამე, ორტომიანი მონოგრაფია ახლა გამოდის პორტუგალიაში). ტმკსც-ს კოლექტივი ულოცავს დოქტორ იოსებ ჟორდანიას დიდ საერთაშორისო აღიარებას და უსურვებს შემდგომ სამეცნიერო და პირად წარმატებებს. მას უკვე მოულოცეს მსოფლიოს წამყვანმა ეთნომუსიკოლოგებმა.
იოსებ ჟორდანიას, როგორც მელბურნის უნივერსიტეტის და მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომელს (როგორც საქართველოსა და ავსტრალიის მოქალაქეს) აღნიშნული პრიზი გადაეცემა 2010 წლის 27 მაისს იაპონიაში, ტოკიოში. ცერემონიალზე იგი წაიკითხავს 30-წუთიან ლექციას საკუთარი კვლევის შედეგების შესახებ.
<< უკან
ბეჭდვა
სიმპოზიუმი
მონაცემთა ბაზა
ბიულეტინი
 
Created By: Pro-Service
Copyright 2008 International Research Center For Traditional
Polyphony Of Tbilisi State Conservatory