 |
27 მაისს იოსებ ჟორდანია ფუმიო კოიცუმის პრიზით დაჯილდოვდა
27 მაისს ტოკიოში ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის უცხოეთის ბიუროს თავჯდომარეს, მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორს, ქართველ მეცნიერ იოსებ ჟორდანიას გადაეცა ეთნომუსიკოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - ფუმიო კოიცუმის სახელობის პრიზი. ჯილდო ბატონმა იოსებმა ტრადიციული მრავალხმიანობის კველვის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის მიიღო.
იოსებ ჟორდანიამ, გარდა პრიზის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე წარმოთქმული სიტყვისა, ლექციები ჩაატარა ტიკიოს მუსიკის აკადემიაში (28 მაისს) და სენდაის უნივერსიტეტში (29 მაისს).
ქართველი მეცნიერის ლექციებით მეტად დაინტერესდა იაპონური გამომცემლობა "კოპნოსა" და მას მრავალხმიანობის წარმოშობის შესახებ იაპონურ ენაზე 200-გვერდიანი წიგნის გამოცემა შესთავაზა.
იოსებ ჟორდანიამ აგრეთვე მოინახულა კუნძულ ჰოკაიდოზე მცხოვრები იაპონიის უძველესი მოსახლეობა - აინები, რომელთაც, გარდა იმისა, რომ განსხვავებული ენა და ფიზიკური აგებულება აქვთ, ძირძველი მრავალხმიანი ტრადიციის მატარებელნი არიან.
ტოკიოში პრიზის გადაცემის ცერემონიაზე იოსებ ჟორდანიასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, ასევე ცნობილი ეთნომუსიკოლოგი ნინო ციციშვილი, რომლის სამეცნიერო მუშაობითაც იაპონელი კოლეგები ასევე ძალიან დაინტერესდნენ.
იოსებ ჟორდანიას იაპონური ვიზიტის შესახებ იხილეთ შემდეგი ბმული:
http://www.geidai.ac.jp/labs/koizumi/awarde/index.html#21st Annual (2009) Koizumi Fumio Prize
|