ENGGEO
 
     
     
სიმპოზიუმი
მონაცემთა ბაზა
ბიულეტინი
 
ძიება საიტზე
 
საქართველო. 2002
2002 წლის 2-8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაცილებით დიდ მასშტაბებში. სიმპოზიუმს მასპინძლობდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (რექტორი მანანა დოიჯაშვილი, პრორექტორი რუსუდან წურწუმია) და ქართული ხალხური მუსიკის საერთაშორისო ცენტრი (პრეზიდენტი _ ანზორ ერქომაიშვილი). სიმპოზიუმის განმავლობაში UNEშჩO-სა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერითა დაფუძნდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. ნორიკო აიკავა, UNEშჩO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სექციის ხელმძღვანელი, დაესწრო სიმპოზიუმსა და სიტყვით მიმართა მონაწილეებს. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 2003 წელს ორ _ ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა (წურწუმია და ჟორდანია 2003). იხილეთ მონაწილეთა და მათი მოხსენებების სათაურების სია:
1. იზალი ზემცოვსკი, ა.შ.შ. ` მრავალხმიანობა, როგორც შემოქმედების და აზროვნების საშუალება: Hომო Pოლიპჰონიცუს –ის მუსიკალური იდენტურობა. 2. სტივენ ბრაუნი, ა.შ.შ. ` გადამდები ჰეტეროფონია: ახალი თეორია მუსიკის წარმოშობის შესახებ. 3. იოსებ ჟორდანია, ავსტრალია. ` მრავალდარგობრივი მიდგომა მრავალხმიანობის წარმოშობის პრობლემის კვლევაში~. 4. რუსუდან წურწუმია, საქართველო. ` პოლიფონია, როგორც ქართული ტრადიციული მუსიკალური აზროვნების ძირითადი კატეგორია~. 5. ევსები ჭოხონელიძე, საქართველო. `ქართული მუსიკალურ-ესთეტიკურ აზროვნებაში თვისებრივი გარდატეხის ერთი მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ~. 6. ნინო ფირცხალავა, საქართველო. ` პეტრიწის ფილოსოფია და ქართული მრავალხმიანობა~. 7. სიმჰა არომი, საფრანგეთი. ` კომპლექსური პოლიფონიური მუსიკის ნაწარმოების ჩაწერა რე-რეცორდინგ-ის ტექნიკის გამოყენებით~. 8. ფრანც ფოიდერმაირი, ვერნერ ა.დოიჩი. ` ფსიქოაკუსტიკა და ვოკალური პოლიფონია~. 9. ოოჰაში ცუტომუ (იამაშირო შოჯი), ნიშინა ემი, კავაი ნორიე, ჰონდა მანაბუ, ნაკამურა სატოში, იაგი რეიკო., იაპონია. ` მიკრო-გავლითი ბგერის სიგნალის სტრუქტურა და მისი ფუნქცია მსოფლიოს ვოკალური გამომსახველობის ტრადიციაში~. 10. მალხაზ ერქვანიძე, საქართველო. ` ქართული მუსიკის ბგერათწყობა (პრობლემები, მოსაზრებები)~. 11. სტიუარტ გელზერი, ა.შ.შ. `ქართული ხალხური მუსიკის ბგერათწყობის შესახებ. 12. იოჰან ვესტმანი, შვედეთი. `ქართული პოლიფონიური სიმღერების კილოტონალობის პრობლემები: სიმაღლის, ინტერვალებისა და ტემბრის ცვალებადობა~. 13. დიტერ ქრისტენსენი, ა.შ.შ. ` ვოკალური პოლიფონია და მულტიჟღერადობა (Mულტისონანცე) სამხრეთ- აღმოსავლეთ არაბეთში~. 14. ტიმოთი რაისი, ა.შ.შ. `მრავალხმიანობის სტილების გეოგრაფიული განაწილება ბულგარეთში~. 15. ტრან ქუან ჰაი, საფრანგეთი. `ერთი ყელის პოლიფონია~. 16. ნინო მაისურაძე, საქართველო. `ზოგი რამ ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შესახებ~. 17. ქეთევან ნაკაშიძე, საქართველო. `მრავალხმიანობის საკითხი ქართულ გლოვის სიმღერებში~. 18. ვლადიმერ გოგოტიშვილი, საქართველო. `ქართლ-კახური გრძელი სუფრული სიმღერების კილო-ინტონაციური წყობის ზოგიერთი თავისებურების შესახებ~. 19. მაკა ხარძიანი, საქართველო. `მრავალხმიანობის ტიპის განსაზღვირსა და სამხმიანობის წარმოშობის საკითხისათვის სვანურ მუსიკალურ ფოლკლორში~. 20. ნინო კალანდაძე-მახარაძე, საქართველო. `მრავალხმიანი ქართული ხალხური სასიმღერო მეტყველების ერთი არტიკულაციური თავისებურების შესახებ~. 21. თომას ჰოიზერმანი, შვეიცარია. `დაკვირვებანი ქართულ საშობაო სიმღერებზე~. 22. მარინა კვიჟინაძე, საქართველო. `გურული სიმღერა `აგუნა~ ~. 23. მანანა შილაკაძე, საქართველო. `რეგიონალური სტილის საკითხი ქართულ ხალხურ საკრავიერო მუსიკაში (სვანეთში). 24. ნინა შველიძე, საქართველო. ` ქართული მრავალღერიანი სალამური _ ლარჭემ-სოინარი. 25. ქეთევან ნიკოლაძე, საქართველო. ` მრავალხმიანობის ტიპების ურთიერთმიმართების საკითხისათვის ვოკალურ და საკრავიერ მუსიკაში~. 26. დავით შუღლიაშვილი, საქართველო. `ქართული გალობის სკოლები და ტრადიციები~. 27. მანანა ანდირაძე, თამარ ჩხეიძე, საქართველო. ` ჭრელის სისტემა ქართულ სამგალობლო პრაქტიკაში~. 28. ეკატერინე ონიანი, საქართველო. `გალობის გამშვენების საკითხისათვის სამგალობლო პრაქტიკაში~. 29. მარიკა ოსიტაშვილი, საქართველო. `ძველი ქართული პროფესიული მუსიკის ზოგიერთი თავისებურების შესახებ~. 30. ნინო ციციშვილი, ავსტრალია. ` ქართული ეთნომუსიკოლოგია და გენდერის საკითხი ქართულ სიმღერაში~. 31. თამარ მესხი, საქართველო. `საბჭოთა პერიოდის ქართული სამუსიკო ფოლკლორის შესახებ~. 32. მარინე ქავთარაძე, საქართველო. `ტრადიციულ მუსიკალურ კულტურათა ურთიერთობა და ტრანსფორმაცია ტიპოლოგიურად უცხო კულტურულ გარემოში~. 33 სუზან ციგლერი, გერმანია. ` ~ხმები წარსულიდან~. კავკასიური მრავალხმიანობა~. 34. ნატო ზუმბაძე, საქართველო. `ქართული მრავალხმიანი სიმღერა და მისი უცხოელი შემსრულებლები~. 35. ფრანკ კეინი, საფრანგეთი. ` ქართული სიმღერის შესწავლის მეთოდები საზღვარგარეთის ქართულ გუნდებში~. 36. მაიკლ ბლუმი, გაერთიანებული სამეფო. `ქართული სიმღერა გაერთიანებულ სამეფოში _ სიხარული და ხაფანგი. 37. რიჩარდ გაუ, გაერთიანებული სამეფო. `ქართული სიმღერა უელსში და მის ფარგლებს გარეთ (ნაწილი პირველი _ საწყისები, გემოვნების და წარმოსახვის ღირებულება). 38. ჯოან მილზი, გაერთიანებული სამეფო. ` ქართული სიმღერა უელსში და მის ფარგლებს გარეთ (ნაწილი მეორე _ ქართული სიმღერისადმი ინტერესის განვითარება `საზოგადო საგუნდო~ მოძრაობასა და საშემსრულებლო მეცადინეობაში~.


<< უკან
ბეჭდვა
 
Created By: Pro-Service
Copyright 2008 International Research Center For Traditional
Polyphony Of Tbilisi State Conservatory