სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამა “ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება”
პროგრამის ხანგრძლივობა 10 თვე (60 ECTS კრედიტი)
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა – სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს დაწყებითი სამუსიკო/ უმაღლესი სასწავლებლის I საფეხურის (ბაკალავრიატის) ან მისი შესატყვისი განათლება.
პროგრამის მიზანია ქართული ტრადიციული მუსიკით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეასწავლოს ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების თეორიული და პრაქტიკული კურსი, რამდენიმე (მინიმუმ 2) საკრავზე დაკვრა.
პროგრამა შეიცავს:
სასწავლო კომპონენტს – ინდივიდუალური/ჯგუფური მეცადინეობები შესაბამისი კურსის წამყვანებთან – 255 საათი
პრაქტიკა – საველე ექსპედიცია საქართველოს რომელიმე კუთხეში – 480 საათი
დამოუკიდებელი მუშაობა – კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში (ინტერნეტით სარგებლობა), ფონოტეკაში, ხალხური შემოქმედების ლაბორატორიაში – 480 საათი
საბოლოო ესეს მომზადება – 400 საათი
სასწავლო გეგმა – პროგრამის სასწავლო მოდული შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ქართული ენა – 60 სთ.
ქართული ხალხური მუსიკის თეორია – 60 სთ.
ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა – 30 სთ.
ქართული ხალხურ მუსიკის გაშიფვრა – 30 სთ
ქართული ხალხური საკრავი – 40 საათი
ტრადიციული მუსიკა ქართული კულტურის კონტექსტში – 20 სთ
ქართული მითოლოგია კავკასიური მითოლოგიის კონტექსტში – 30 სთ
პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სერტიფიკატი.