სწავლება

სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამაქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება

პროგრამის ხანგრძლივობა 10 თვე  (60 ECTS კრედიტი)


პროგრამაში ჩართვის წინაპირობა – სწავლის მსურველს უნდა  ჰქონდეს დაწყებითი სამუსიკო/ უმაღლესი სასწავლებლის I საფეხურის (ბაკალავრიატის) ან მისი შესატყვისი განათლება.

პროგრამის მიზანია ქართული  ტრადიციული მუსიკით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეასწავლოს ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების თეორიული და პრაქტიკული კურსი, რამდენიმე (მინიმუმ 2) საკრავზე დაკვრა.

პროგრამა შეიცავს:

სასწავლო კომპონენტს – ინდივიდუალური/ჯგუფური მეცადინეობები შესაბამისი კურსის წამყვანებთან – 270 საათი

პრაქტიკა – საველე ექსპედიცია საქართველოს რომელიმე კუთხეში – 400 საათი (იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სურს)

დამოუკიდებელი  მუშაობა – კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში (ინტერნეტით სარგებლობა), ფონოტეკაში, ხალხური შემოქმედების ლაბორატორიაში – 400 საათი

საბოლოო ესეს მომზადება – 400 საათი

ცხოვრებისა და, სურვილის შემთხვევაში,  ექსპედიციის ხარჯები უნდა გაიღოს თავად სტუდენტმა. კურსის დამთავრებისას სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ესე საკუთარი არჩევანის მიხედვით.

პროგრამის ხელმძღვანელი: ემერ. პროფ, რუსუდან წურწუმია

სასწავლო გეგმა – პროგრამის სასწავლო მოდული შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ქართული ენა – 60 სთ.
ქართული ხალხური მუსიკის თეორია – 60 სთ.
ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა – 35 სთ.
ქართული ხალხურ მუსიკის გაშიფვრა – 35 სთ
ქართული ხალხური საკრავი – 40 საათი

ქართული მითოლოგია კავკასიური მითოლოგიის კონტექსტში – 20 სთ
ტრადიციული მუსიკა ქართული კულტურის კონტექსტში – 20 სთ

 

სტუდენტთან შეთანხმებით, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები  საათების განაწილებაში (გარდა ქართული ენისა).

 

პროგრამის გავლის საფასური შეადგენს 3 000 USD-ს. საფასური შეიძლება გადახდილი იქნეს ნაწილ-ნაწილ.

პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სერტიფიკატი.

ტელ.:  995 322 99 89 53

e-mail: polyphony@tsc.edu.ge

www.polyphony.ge ; www.symposium.polyphony.ge