სწავლება

სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამა “ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება”

პროგრამის ხანგრძლივობა 10 თვე  (60 ECTS კრედიტი)


პროგრამაში ჩართვის წინაპირობა – სწავლის მსურველს უნდა  ჰქონდეს დაწყებითი სამუსიკო/ უმაღლესი სასწავლებლის I საფეხურის (ბაკალავრიატის) ან მისი შესატყვისი განათლება.

პროგრამის მიზანია ქართული  ტრადიციული მუსიკით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეასწავლოს ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების თეორიული და პრაქტიკული კურსი, რამდენიმე (მინიმუმ 2) საკრავზე დაკვრა.

პროგრამა შეიცავს:

სასწავლო კომპონენტს – ინდივიდუალური/ჯგუფური მეცადინეობები შესაბამისი კურსის წამყვანებთან – 255 საათი

პრაქტიკა – საველე ექსპედიცია საქართველოს რომელიმე კუთხეში – 480 საათი

დამოუკიდებელი  მუშაობა – კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში (ინტერნეტით სარგებლობა), ფონოტეკაში, ხალხური შემოქმედების ლაბორატორიაში – 480 საათი

საბოლოო ესეს მომზადება – 400 საათი

პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სერტიფიკატი.