სიახლეები

პროექტი „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი” – საქართველოში ვიზიტი

IMG_5164ახალიიი


1-6 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, როგორც პროექტის „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი“ პარტნიორი ორგანიზაცია 5 ქვეყნის მეგუდასტვირეთა დელეგაციას მასპიძლობს. ორწლიანი პროექტი ერასმუს პლუსის პროგრამით ხორციელდება და 6 ქვეყნის წარმომადგენლობას აერთიანებს.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) კონკრეტულ ნაწილს – გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციას. პროექტის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ საქართველო პირველადაა მსგავსი საერთაშორისო ინიციატივის მონაწილე ქვეყანა.

პროექტის პარტნიორები არიან:

  • სუიტის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი (ლატვია) – კოორდინატორი პარტნიორი;
  • ხორვატიული ტრადიციული საკრავების ცენტრი (ხორვატია);
  • მულტიეთნიკური კულტურის ასოციაცია (იტალია);
  • მეგუდასტვირეთა გრაუსის ასოციაცია (ესპანეთი);
  • ჩეხი, სლოვაკი მეგუდასტვირეები (სლოვაკეთი);
  • ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საქართველო).

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტუმრებისთვის გაიმართება მრგვალი მაგიდა და პრეზენტაციები (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში), ადგილობრივი მეგუდასტვირეების ვორქშოპები რაჭასა და აჭარაში და პროექტის დამაგვირგვინებელი კონცერტი ქედის კულტურის ცენტრში (ადგილობრივი ანსამბლების და სტუმარი მეგუდასტვირეების მონაწილეობით).

Share it on