სიახლეები

Erkomaishvili - Copy


გამოიცა ორტომეულის “Anzor Erkomaishvili and Contemporary Trends in the Study of Traditional and Sacred Georgian Music“  პირველი ტომი. კრებული წარმოადგენს ყოვლისმომცველ მიმოხილვას ქართული ეთნომუსიკოლოგიის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის ახალ განვითარებაზე, ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარულთათვის ტურისტული ინდუსტრიის ზრდიდან დაწყებული, მთელს მსოფლიოში უამრავი გუნდისთვის ქართული ტრადიციული მუსიკის სწავლების თავისებურებებით დასრულებული. კრებული წარმოაჩენს ანზორ ერქომაიშვილს, ქართული ტრადიციული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ქართული ტრადიციული და სასულიერო რეპერტუარის მრავალი ფართოდ ცნობილი შედევრის ავტორს. ქართული ტრადიციული მუსიკის სტაბილურად მზარდი პოპულარობა, როგორც პროფესიონალ ეთნომუსიკოლოგებს, ასევე საგუნდო სიმღერის მოყვარულებს შორის, ამ გამოცემის გადაუდებელ საჭიროებას იძლევა.

Read More

ERASMUS PLUS


8-12 დეკემბერს ლატვიას პროექტის “ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი” ფარგლებში ქართული დელეგაცია სტუმრობდა, რომლის წევრებიც  გახლდნენ: ქედელი ჭიბონის ოსტატი და ვირტუოზი შემსრულებელი მურად თავართქილაძე, ტმკსც-ს დირექტორის მოადგილე ნინო რაზმაძე და ტმკსც-ს სპეციალისტი ბაია ჟუჟუნაძე.

ორწლიანი პროექტი ერაზმუს+ პროგრამით ხორციელდება და აერთიანებს 6 ქვეყნის წარმომადგენლობას.

Read More



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია   და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2020 წლის  26-30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში,   საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის  პატრონაჟითა და   კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11   საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობდა.

Read More

Logo


თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2022 წლის 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონატითა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.

Read More



შეგიძლიათ იხილოთ ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმის ბუკლეტი და პროგრამა  და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია წლევანდელ სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერების, რეჟისორებისა და მუსიკოსების შესახებ.



წინამდებარე ორენოვანი კრებული შეიქმნა იუნესკოს „მონაწილეობის პროგრამით“ (2020-2021), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის
საერთაშორისო ცენტრის მიერ შესრულებული პროექტის ფარგლებში. იდეა ეკუთვნის თეონა ლომსაძეს, რომელიც ფოლკლორის განახლების პრობლემას იკვლევს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. მისი ჩანაფიქრით, პროექტს უნდა წარმოედგინა ევროპის მასშტაბით იუნესკოს მიერ აღიარებული სასიმღერო პრაქტიკები და მათ მაგალითზე ეჩვენებინა, რა როლს ასრულებდნენ ისინი ქალთა ლიბერალიზაციის თანამედროვე პროცესებში. მათგან შეირჩა ის პრაქტიკები, რომლებშიც ქალთა რეპერტუარს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს – ბულგარული, ესტონური, ლიეტუვური, პორტუგალიური და ქართული.
კრებულში წარმოდგენილია 13 ქალი ავტორის სტატიები.

კრებული გამოიცა UNESCO-ს 2020-2021 წლების „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტის თანადამფინანსებელია ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

პროექტის ხელმძღვანელი და კრებულის შემდგენელი: თეონა ლომსაძე
პროექტის კოორდინატორი: ნინო რაზმაძე
რედაქტორი: რუსუდან წურწუმია
ინგლისურენოვანი ტექსტების კორექტურაზე მუშაობდნენ: ლორენ ნინოშვილი, ბრაიან ფეარლი

მთარგმნელები: მარინა დეკრისტოფორო, მარიკა ნადარეიშვილი, ბაია ჟუჟუნაძე,
ნანა მჟავანაძე
დიზაინერი: სანდრო ჩხაიძე
ხმის ინჟინერი: გიორგი ჯოლბორდი

გამოცემა გახლდათ არაკომერციული და ხელმისაწვდომია ელექტრონული ვერსიის სახით.

დანართი და აუდიომასალა იხილეთ აქ.

 

 



 

           ტრადიციული მრავალხმიანობის მეთერთმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი

                              26-30 სექტემბერი, 2022, თბილისისაქართველო

                                                გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრა­ვალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2022 წლის 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

Read More



ქართული საეკლესიო მუს. ისტორია-გარეკანი (3)

მაგდა სუხიაშვილის წიგნში „ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორია. ლექციები“ გაშუქებულია ქართული სამგალობლო ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საკითხები. ვინაიდან ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიის არც სახელმძღვანელო და არც ლექციების კურსი დღემდე არ გამოცემულა, წიგნი სტუდენტთა სასწავლო რესურსით უზრუნველყოფის პირველი ცდაა. იგი ასახავს ავტორის თითქმის ორი ათეული წლის პედაგოგიური მოღვაწეობით დაგროვილ გამოცდილებას.

Read More



გამოვიდა ტმკსც-ის #30 ბიულეტენი (ივნისი, 2021), რომელიც შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცენტრის საიტზე, ისე ფეისბუქ გვერდზე.

ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მოიცავს ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მკითხველს აცნობს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს.



მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებულმა პროექტმა “ეთნომუსიკოლოგიის კვლევა: ოცდაცამეტი თემა და კონცეფცია” (ქართული თარგმანი, ავტორი: ბრუნო ნეტლი) მოიპოვა მაქსიმალური შეფასება და გახდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მფლობელი.

Read More