სიახლეები

ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი – ერასმუს პლუსის პროექტი

ERASMUS PLUS


8-12 დეკემბერს ლატვიას პროექტის “ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი” ფარგლებში ქართული დელეგაცია სტუმრობდა, რომლის წევრებიც  გახლდნენ: ქედელი ჭიბონის ოსტატი და ვირტუოზი შემსრულებელი მურად თავართქილაძე, ტმკსც-ს დირექტორის მოადგილე ნინო რაზმაძე და ტმკსც-ს სპეციალისტი ბაია ჟუჟუნაძე.

ორწლიანი პროექტი ერაზმუს+ პროგრამით ხორციელდება და აერთიანებს 6 ქვეყნის წარმომადგენლობას.

პროექტის მიზანია დაიცვას და ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) კონკრეტულ ნაწილს – გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციას.  ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ თავისი პერსონალისა და ორგანიზაციების ცოდნისა და უნარების გასაძლიერებლად, ერთობლივი ძალებით შექმნა მიზნობრივი ჯგუფები, პროექტის კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

პროექტის პარტნიორები არიან:

  • სუიტის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი (ლატვია) – კოორდინატორიპარტნიორი;
  • ხორვატიული ტრადიციული საკრავების ცენტრი (ხორვატია);
  • მულტიეთნიკური კულტურის ასოციაცია (იტალია);
  • მეგუდასტვირეთა გრაუსის ასოციაცია (ესპანეთი);
  • ჩეხი, სლოვაკი მეგუდასტვირეები (სლოვაკეთი);
  • ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საქართველო).

ლატვიის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კონცერტები და ვორქშოპები, რამაც პროექტის მონაწილე მეგუდასტვირეებს საკუთარი ქვეყნის ტრადიციისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება მისცა. პროექტის მეორე ეტაპის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა.

ERASMUSPLUS3

 

 

 

 

Share it on