სიახლეები



           ტრადიციული მრავალხმიანობის მეთორმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი

                              25-28 სექტემბერი, 2024, თბილისისაქართველო

                            გთხოვთგულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრა­ვალხმიანობის მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 25 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.

Read More



Erasmus + პროგრამით ხორციელდება პროექტი „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი“, რომელშიც ერთიანდებიან 6 ქვეყანის წარმომადგენლობა (გუდასტვირზე შემსრულებლები, ოსტატები და მკვლევრები). პროექტი ორწლიანია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) კონკრეტულ ნაწილს – გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციას.

პროექტის ფარგლებში მეგუდასტვირეები სტუმრობდნენ საქართველოსა და იტალიას. ისინი ეცნობიან გუდასტვირის დამზადების ტექნოლოგიასა და მისი შესრულების ტრადიციებს. პროექტი გრძელდება, რაც გულისხმობს ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლობასთან ვიზიტს, გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციის ხელშეწყობას.

პროექტის პარტნიორები არიან:

  • სუიტის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი (ლატვია) – კოორდინატორი პარტნიორი;
  • ხორვატიული ტრადიციული საკრავების ცენტრი (ხორვატია);
  • მულტიეთნიკური კულტურის ასოციაცია (იტალია);
  • მეგუდასტვირეთა გრაუსის ასოციაცია (ესპანეთი);
  • ჩეხი, სლოვაკი მეგუდასტვირეები (სლოვაკეთი);
  • ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საქართველო).

იხილეთ ბუკლეტი



კომპიუტერული (გამოთვლითი) ეთნომუსიკოლოგიის შესავალი

3 დღიანი, პრაქტიკული სემინარი თბილისში

2023 წლის 20-22 სექტემბერი

ლექტორთა გუნდი: ფრენკ შერბაუმი, ნანა მჟავანაძე, დავით შუღლიაშვილი, ლევან შუღლიაშვილი

 

კომპიუტერული ეთნომუსიკოლოგია (CE) არის კომპიუტერული მეცნიერებისა და გამოთვლითი მეთოდების გამოყენება მუსიკის შესწავლაში სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში. ის მიზნად ისახავს მუსიკალური ტრადიციებისა და პრაქტიკის გაანალიზებას, წარმოდგენას და გაგებას გამოთვლითი ხელსაწყოებისა და ალგორითმების გამოყენებით, როგორიცაა და მონაცემთა ანალიზი. გამოთვლითი ეთნომუსიკოლოგიის მიზანია გააუმჯობესოს   მუსიკის გაგება კულტურებში და შექმნას ახალი შეხედულებები მუსიკის სტრუქტურის, მნიშვნელობისა და სოციალური ასპექტების შესახებ.

 

ამ სამდღიანი სემინარის მიზანია ტრადიციული ქართული ვოკალური მუსიკის შესასწავლად კომპიუტერული ინსტრუმენტების გამოყენების ძირითადი პრაქტიკული გამოცდილების მიწოდება. სემინარის ცენტრალური თემა იქნება „ტონალური ორგანიზაციის (წყობის სისტემის) ანალიზი აუდიო ჩანაწერებიდან“.

 

პირველი დღე მიეძღვნება ინტენსიურ კურსს  კვლევის არსებულ მდგომარეობაზე   ბგერის აკუსტიკურ თვისებებსა და  აღქმასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მახვილით  „სიმაღლესა“ და „სიმაღლის განსაზღვრაზე“.  მეორე დღეს დაგეგმილია მონაწილეების მიერ   ქართული სამნაწილიანი სიმღერის ჩაწერა და ჩანაწერების შემდგომი განალიზება    სხვადასხვა პერსპექტივიდან. მესამე დღეს განიხილება ექსპერიმენტული ჩანაწერების  ანალიზის შედეგები და ბოლოს წარმოდგენილი იქნება  კომპიუტერული საშუალებებით შესრულებილი .ქართული ტრადიციული მუსიკის  დასრულებული და მიმდინარე კვლევითი პროექტები შერჩევით.

სემინარი განკუთვნილია კომპიუტერის საბაზისო უნარების მქონე მონაწილეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ იქონიონ  საკუთარი კომპიუტერი  da   მზად არიან ჩაერთონ ვორკშოპში უაღრესად ინტერდისციპლინურ თემაზე, რომელიც ეხება მუსიკას, აკუსტიკას, ეთნომუსიკოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებას. სემინარი შეზღუდულია მაქსიმუმ 10 მონაწილით. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ელფოსტაზე fs@geo.uni-potsdam.de  და polyphony@tsc.edu.ge გამოაგზავნოთ  არაუგვიანეს 2023 წლის 31 მაისისა:

ა) ელ.წერილი თქვენი რეზიუმეთი (CV) და

ბ) წერილი, რომელშიც ახსნილი იქნება  თქვენი მოტივაცია და გამოცდილება

IMG_5164ახალიიი


1-6 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროექტ „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი“-სფარგლებში 5 ქვეყნის მეგუდასტვირეთა დელეგაციას მასპინძლობს.

ორწლიანი პროექტი ერასმუს პლუსის პროგრამით ხორციელდება და 6 ქვეყნის წარმომადგენლობასაერთიანებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) კონკრეტულ ნაწილს – გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციას.

Read More

Erkomaishvili - Copy


გამოიცა ორტომეულის “Anzor Erkomaishvili and Contemporary Trends in the Study of Traditional and Sacred Georgian Music“  პირველი ტომი. კრებული წარმოადგენს ყოვლისმომცველ მიმოხილვას ქართული ეთნომუსიკოლოგიის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის ახალ განვითარებაზე, ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარულთათვის ტურისტული ინდუსტრიის ზრდიდან დაწყებული, მთელს მსოფლიოში უამრავი გუნდისთვის ქართული ტრადიციული მუსიკის სწავლების თავისებურებებით დასრულებული. კრებული წარმოაჩენს ანზორ ერქომაიშვილს, ქართული ტრადიციული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ქართული ტრადიციული და სასულიერო რეპერტუარის მრავალი ფართოდ ცნობილი შედევრის ავტორს. ქართული ტრადიციული მუსიკის სტაბილურად მზარდი პოპულარობა, როგორც პროფესიონალ ეთნომუსიკოლოგებს, ასევე საგუნდო სიმღერის მოყვარულებს შორის, ამ გამოცემის გადაუდებელ საჭიროებას იძლევა.

Read More

ERASMUS PLUS


8-12 დეკემბერს ლატვიას პროექტის “ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი” ფარგლებში ქართული დელეგაცია სტუმრობდა, რომლის წევრებიც  გახლდნენ: ქედელი ჭიბონის ოსტატი და ვირტუოზი შემსრულებელი მურად თავართქილაძე, ტმკსც-ს დირექტორის მოადგილე ნინო რაზმაძე და ტმკსც-ს სპეციალისტი ბაია ჟუჟუნაძე.

ორწლიანი პროექტი ერაზმუს+ პროგრამით ხორციელდება და აერთიანებს 6 ქვეყნის წარმომადგენლობას.

Read More



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია   და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2020 წლის  26-30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში,   საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის  პატრონაჟითა და   კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11   საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობდა.

Read More

Logo


თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2022 წლის 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონატითა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.

Read More



შეგიძლიათ იხილოთ ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმის ბუკლეტი და პროგრამა  და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია წლევანდელ სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერების, რეჟისორებისა და მუსიკოსების შესახებ.



წინამდებარე ორენოვანი კრებული შეიქმნა იუნესკოს „მონაწილეობის პროგრამით“ (2020-2021), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის
საერთაშორისო ცენტრის მიერ შესრულებული პროექტის ფარგლებში. იდეა ეკუთვნის თეონა ლომსაძეს, რომელიც ფოლკლორის განახლების პრობლემას იკვლევს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. მისი ჩანაფიქრით, პროექტს უნდა წარმოედგინა ევროპის მასშტაბით იუნესკოს მიერ აღიარებული სასიმღერო პრაქტიკები და მათ მაგალითზე ეჩვენებინა, რა როლს ასრულებდნენ ისინი ქალთა ლიბერალიზაციის თანამედროვე პროცესებში. მათგან შეირჩა ის პრაქტიკები, რომლებშიც ქალთა რეპერტუარს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს – ბულგარული, ესტონური, ლიეტუვური, პორტუგალიური და ქართული.
კრებულში წარმოდგენილია 13 ქალი ავტორის სტატიები.

კრებული გამოიცა UNESCO-ს 2020-2021 წლების „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტის თანადამფინანსებელია ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

პროექტის ხელმძღვანელი და კრებულის შემდგენელი: თეონა ლომსაძე
პროექტის კოორდინატორი: ნინო რაზმაძე
რედაქტორი: რუსუდან წურწუმია
ინგლისურენოვანი ტექსტების კორექტურაზე მუშაობდნენ: ლორენ ნინოშვილი, ბრაიან ფეარლი

მთარგმნელები: მარინა დეკრისტოფორო, მარიკა ნადარეიშვილი, ბაია ჟუჟუნაძე,
ნანა მჟავანაძე
დიზაინერი: სანდრო ჩხაიძე
ხმის ინჟინერი: გიორგი ჯოლბორდი

გამოცემა გახლდათ არაკომერციული და ხელმისაწვდომია ელექტრონული ვერსიის სახით.

დანართი და აუდიომასალა იხილეთ აქ.