სიახლეები

Webp.net-compress-image


შეგიძლიათ იხილოთ ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმის ბუკლეტი და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია წლევანდელ სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერების, რეჟისორებისა და მუსიკოსების შესახებ.

Webp.net-compress-image


როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტარდება ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი. წლევანდელი სიმპოზიუმი საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ  ქართველი და მსოფლიოს 16 ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები და მუსიკოსები.

უკვე შესაძლებელია გაეცნოთ სიმპოზიუმის პროგრამას და დაგეგმოთ თქვენთვის სასურველ ღონისძიებაზე დასწრება.



2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ (ქართულ, თურქულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.

Read More



2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „გრიმო და ქართული სიმღერა“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.

Read More

41737157_313600639406233_8712636567786618880_n


23-30 აგვისტოს ტმკსც-ის სამუშაო ჯგუფი (ბაია ჟუჯუნაძე, გიორგი ხუხუნაიშვილი, გიორგი გოგიტაძე) ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით თურქეთში, კერძოდ, ქ. ინეგოლში იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა ადგილობრივ ქართველებში სასიმღერო ტრადიციის აღდგენას. ერთი კვირის განმავლობაში, არაერთი ადგილობრივი სიმღერა გაცოცხლდა. გარდა სიმღერებისა, მსრუველებმა შეისწავლეს ჭიბონზე დასაკრავები, რომლებიც აჰმეთ ოზქან მელაშვილის ჩანაწერებიდანაა აღდგენილი. ინეგოლში ჭიბონის ტრადიციის ასაღორძინებლად შემსრულებლებს რამდენიმე საკრავი საჩუქრად გადაეცათ.

Read More



გამოვიდა ტმკსც-ის #24 ბიულეტენი (ივნისი, 2018), რომელიც შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცენტრის საიტზე, ისე ფეისბუქ გვერდზე.

ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მოიცავს ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მკითხველს აცნობს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს.

logo-geo-1


შეგიძლიათ გაეცნოთ მე-9 სიმპოზიუმის (30 ოქტომბერი – 3 ნოემბერი) განრიგს და დაგეგმოთ სასურველ ღონისძიებაზე დასწრება.

Read More



Webp.net-compress-image

დასრულდა ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმის (30 ოქტომბერი – 3 ნოემბერი) მონაწილე მეცნიერებისა და ანსამბლების რეგისტრაცია-შერჩევის პროცესი!

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო სიმპოზიუმის საპროგრამო კომიტეტის გადაწყვეტილებით, წლევანდელ სიმპოზიუმში სხვადასხვა ფორმატით მონაწილეობის მისაღებად დაშვებულია 45 მეცნიერი, ამათგან, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან ჩამოსული 30 უცხოელი და 15 ქართველი მკვლევარი. მათ შორისაა, ბრიტანელი რეჟისორი, დან შატი დოკუმენტური ფილმით ალბანურ ისო-პოლიფონიაზე.

IX სიმპოზიუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განსაკუთრებით მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა. მათ შორის, კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაგეგმილი ქალაქური მუსიკის, ქართული ფიუჟენისა და ტრადიციული მუსიკის (დასკვნითი) კონცერტები, რომლებშიც ქართველი შემსრულებლების გვერდით მსოფლიოს 7 ქვეყნიდან ჩამოსული ტრადიციული მუსიკის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

 



გამოვიდა ტმკსც-ის #23 ბიულეტენი (დეკემბერი, 2017), რომელიც შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცენტრის საიტზე, ისე ფეისბუქ გვერდზე.

ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მოიცავს ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მკითხველს აცნობს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს.

 

 

 



 

26233634_570419376627573_7454421709756563873_o

 

ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან წურწუმიამ და ცენტრის სპეციალისტმა თეონა ლომსაძემ 16 იანვარს ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ჩაატარეს საჯარო ლექცია თემაზე „მუსიკალური თბილისი – წარსული და თანამედროვეობა“.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.