ლექციები ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შესახებ ვენაში
✓ ემერიტუს პროფესორმა რუსუდან წურწუმიამ, ერასმუსის გაცვლითი პროგრამით, ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტსა და ამავე უნივერსიტეტის მუსიკალური ფოლკლორის კვლევისა და ეთნომუსიკოლოგიის ინსტიტუტში 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ჩაატარა ლექციები და სემინარი თემაზე: ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა ქართული ისტორიისა და კულტურის კონტექსტში (Georgian Traditional Polyphony in the Context of Georgian History and Culture).
ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი. საქართველო, 2016
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2016 წლის 26 – 30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონატით ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი გამართა.
მერვე სიმპოზიუმში მონაწილეობდა 49 მეცნიერი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 22 ქვეყნიდან, ამათგან 15 მეცნიერი საქართველოდან. სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიებს განსაკუთრებული ხიბლი შეძინა ხალხური მრავალხმიანობის კონცერტები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის დიდ დარბაზში, რუსთაველის თეატრისა და კონსერვატორიის მცირე დარბაზებში გაიმართა. მათში მონაწილეობდნენ ქართული მრავალხმიანობის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ოჯახური ანსამბლები, აგრეთვე, სარდინიული ანსამბლი CONCORDU LUSSURZESU.
სომპოზიუმზე წარმოდგენილი იქნა რენატო მორელის (იტალია) ორი ფილმი – წმინდა ხმები: კონკორდუს მომღერალი ორი თაობა ვნების კვირაში (სარდინია) და მრავალაჟამიერი: მოგზაურობა სიმღერით სვანეთში ფილფანის ოჯახთან და მელბურნის ქართულ გუნდთან ერთად და ჰუგო ზემპისა (საფრანგეთი) და ნონა ლომიძის (ავსტრია/საქართველო) ფილმი – სუფრული სიმღერები კახეთში.
სიმპოზიუმისთვის წარმოდგენილი თეზისების განხილვის შედეგები
2016 წლის 15 აპრილს დასრულდა ტრადიციული მრავალხმიანობის მე-8 საერაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეთა რეგისტრაცია, 25 აპრილისთვის კი სიმპოზიუმის საპროგრამო კომიტეტმა გამოაცხადა თეზისების განხილვის შედეგები.
რიგით მე-8 სიმპოზიუმში, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება 2016 წლის 26-30 სექტემბერს, სხვადასხვა ფორმატით მონაწილეობის მისაღებად დაშვებულია 53 მეცნიერი, ამათგან მსოფლიოს 17 ქვეყნიდან 32 უცხოელი და საქართველოდან 23 მკვლევარი.
ტრადიციული მრავალხმიანობის მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმის მოწვევა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი აცხადებს, რომ 2016 წლის
26-30 სექტემბერს ჩატარდება ტრადიციული მრავალხმიანობის მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმი.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ სიმპოზიუმზე მოწვევას:
მოწვევა-ტრადიციული-მრავალხმიანობის-მე-8-საერთაშორისო-სიმპოზიუმზე-თბილისი-26-30-სექტემბერი-2016
ასევე გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი და ყურადღება მიაქციოთ მონაწილეობის დადასტურების ელექტრონულ ფორმას
ტმკსც ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოს (ICTM) კორპორატიული წევრი გახდა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრვალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი 2011 წლიდან არის საერთაშორისო ორგანიზაციის – ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარის წევრი (ESEM).
2016 წლიდან კი ის ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოს (ICTM) კორპორატიული წევრიც გახდა.
ტმკსც აქტიურად თანამშრომლობს ორივე ორგანიზაციასთან.
2013 წელს ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს მუსიკალურ-ფოლკლორული და ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების შესახებ, გამოქვეყნდა ტრადიცული მუსიკის საერთაშორისო საბჭოს (ICTM) აპრილის თვის ბიულეტენში.