სიახლეები



📝 5 ივლისს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შედგა ტმკსც-ს სპეციალისტის, ბაია ჟუჟუნაძის საჯარო ლექცია თემაზე: ქართული ტრადიციული ცეკვა ქართულ კინემატოგრაფიაში.



10 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი-გამოფენა „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის უნიკალური ტრადიციული სასიმღერო, საცეკვაო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშები და ეთნოგრაფიული გამოფენა.

Read More



2019 წლის 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19 საათზე გაიმართება წიგნის – „ივეტ გრიმო და ქართული სიმღერა“ – პრეზენტაცია.

ივეტ გრიმო არის ლეგენდად ქცეული ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ქალი, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში კონსერვატორიის პროფესორებთან, შალვა ასლანიშვილსა და გრიგოლ ჩხიკვაძესთან 7 წლიანი მიწერ-მოწერისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ, მოახერხა საბჭოთა სუკ-ის (კგბ) დიდი წინააღმდეგობის გადალახვა და საქართველოში ჩამოვიდა უნიკალური ხალხური სიმღერების ჩასაწერად.

Read More



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ 15 აპრილს თბილისში, რუსთაველის თეატრსა და 17 აპრილს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავს კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“. საღამოზე შედგება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა.

Read More



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის (თსკ) ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (IRCTP) დირექტორის მოადგილე, ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე ERASMUS PLUS-ის პროგრამის ფარგლებში ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში (University of Music and Performing Arts Vienna – MDW) იმყოფებოდა. უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონ ულრიჰ მორგენშტერნის სპეციალური მიწვევით მან ლექციები წაიკითხა ქართული ტრადიციული მუსიკისა და საკრავების შესახებ, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ შემსრულებლობასაც, სადაც დაინტერესებულ სტუდენტებს, თანამშრომლებსა და გარეშე პირებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული საკრავის, ჩონგურის რეპერტუარს და რამდენიმე ქართულ სიმღერას ფერხულის თანხლებით.

Read More



2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქისტების ტრადიციული მუსიკა“ (ქართულ, ჩეჩნურ და ინგლისურ ენებზე).

Read More



ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი თეო ლომსაძე „ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოში” (ICTM) საქართველოს წარმომადგენელი გახდა.
როგორც მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ამ პოზიციაზე მუშაობდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის უცხოური ბიუროს ხელმძღვანელი, ავსტრალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი იოსებ ჟორდანია. მისი და ტმკსც-ის ხელმძღვანელის, რუსუდან წურწუმიას ინიციატივითა და ICTM-ის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგი თეო ლომსაძე განაგრძობს ბატონი სოსოს დაწყებულ საქმიანობას: ევროპული ეთნომუსიკოლოგიური საბჭოსთვის ქართულ ეთნომუსიკოლოგიასა და ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობაში მიმდინარე პროცესების გაცნობას და ქართული მხარისათვის ICTM-ის პროექტებისა თუ სამეცნიერო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

 

Webp.net-compress-image


2018 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონატით ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი გამართა.

Read More

45685145_2378350008859197_1238518347390255104_o


2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ (ქართულ, თურქულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.

Read More

45409178_2375712109122987_2686964199308918784_n


ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე ფრანკ შერბაუმმა (პოტსდამის/გერმანია უნივერსიტეტი), ნანა მჟავანაძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/საქართველო) და ელგუჯა დადუნაშვილმა (იენის უნივერსიტეტი/გერმანია) წარმოადგინეს ახალი ქსელური, გრძელვადიანი არქივი. არქივი მოიცავს ხმოვან, ვიდეო და ხორხის მიკროფონებით ჩაწერილ საექსპედიციო მასალებს, კერძოდ: სიმღერებს, ლოცვებსა და დატირებებს, რომელთა დიდი უმრავლესობა მოპოვებულია სვანეთში.

Read More