მიმდინარე

Erasmus + პროგრამა „UNESCO-ს მიერ აღიარებული ფასეულობების ქსელური კავშირები“



7-11 ოქტომბერს თბილისში Erasmus+-ის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში „UNESCO-ს მიერ აღიარებული ფასეულობების ქსელური კავშირები“ მონაწილე ქვეყნების რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრების მთავარი მიზანია UNESCO-ს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენელ ორგზანიციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება ტრადიციული კულტურის დაცვაში ერთმანეთის გამოცდილების, პრაქტიკისა და მიდგომების გაზიარებისათვის.

პროექტის ინიციატორია Ethnic Culture Centre Suiti Foundation (Latvia). და მისი პარტნიორები არიან: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველო); Kihnu Cultural Space Foundation (Estonia); The National Committee of the International Council of Traditional Music of Macedonia Skopje (North Macedonia).

Share it on