დებულება

დამტკიცებულია

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის

დებულება


I. ზოგადი დებულებები:

I.1. ქართულ კულტურაში ტრადიციული მრავალხმიანობის მნიშვნელობისა და მსოფლიო მრავალხმიანობაში მისი ადგილის გათვალისწინებით, ქართველი სპეციალისტების ინიციატივით, მსოფლიოს გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგების მხარდაჭერითა და ერთსულოვანი თანხმობით, თბილისის კონსერვატორიის სამხატვრო-სამეცნიერო საბჭოს 2002 წლის 5 ნოემბრის (ოქმი #3) გადაწყვეტილების შესაბამისად, რექტორის 2003 წლის 1 თებერვლის #3/1 ბრძანებით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში ცენტრი).

I.2  ცენტრი არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეული, ჰყავს დირექტორი, იყენებს კონსერვატორიის  ბლანკს და ბეჭედს, აქვს თავისი ტიტულიანი ფურცელი და ლოგო.

I.3. ცენტრის საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული თბილისის კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედებისა და საეკლესიო მუსიკის აკადემიური მიმართულებების და ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედებისა და ქართული საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიების საქმიანობასთან.

II. ცენტრის მიზანია:

II. 1. ხელი შეუწყოს მრავალხმიანობის, როგორც მუსიკალურ-სააზროვნო კატეგორიის ბუნების შესწავლას;

II. 2. გააფართოვოს ეთნომუსიკოლოგიური კვლევების საზღვრები ეთნოლოგიური, კულტუროლოგიურ-ანთროპოლოგიური, სოციოლოგიური, ფილოსოფიურ-ესთეტიკური, ფსიქო-ფიზიოლოგიური ასპექტებით, აწარმოოს ერთობლივი კვლევები მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინათა წარმომადგენლებთან;

II.3.ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე კვლევების შედეგები ფართო საზოგადოებისათვის;

III. 4. წარმოაჩინოს მსოფლიო მრავალხმიანობის რეგიონალური სტილების თავისებურებები და ქართული მრავალხმიანობის ადგილი ამ კონტექსტში;

III. 5. ხელი შეუწყოს კულტურათა დიალოგს, მსოფლიოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და მათი თვითმყოფადობის დასაცავად.

III. ცენტრის  ამოცანებია:

III. 1. თანამშრომლობის გაფართოება საერთაშორისო ეთნომუსიკოლოგიურ ორგანიზაციებთან (ICTM და ESEM), საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული მუსიკის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და ფონოგრამარქივებთან  და მსოფლიოს ეთნომიკოლოგიურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა;

III 2. ტრადიციული მრავალხმიანობის გეოგრაფიული გავრცელების მსოფლიო რუკის შექმნა მეცნიერული კომენტარებით;

III. 3.  მსოფლიო მრავალხმიანობის კვლევის სტიმულირებისათვის ტრადიციული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ;

III. 4. კვლევების შედეგების  ფართო ხელმისაწვდომობის  მიზნით სიმპოზიუმების მოხსენებების გამოცემა და ვებ-გვერდზე განთავსება;

III. 5. საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების ამსახველი პერიოდული ქართულ-ინგლისურ ენოვანი ელექტრონული ბიულეტენის მომზადება და გამოცემა წელიწადში ორჯერ;

III.6. ქართული და უცხოენოვანი ეთნომუსიკოლოგიური პუბლიკაციების მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა და საგამომცემლო საქმიანობის წარმოება საერთაშორისო და საქართველოს საგამომცემლო ცენტრებთან თანამშრომლობის გზით;

III. 7. ქართული მრავალხმიანობის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის ხელშეწყობა თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმში  ადგილობრივ და უცხოელ მკვლევართა  მოხსენებების წარმოდგენითა და ქართველ ეთნიმუსიკოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით;

III. 8. არსებულ ფონოსაარქივო და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ტრადიციულ მრავალხმიან აზროვნებაში XX საუკუნის მანძილზე მომხდარი ევოლუციისა და საქართველოს რეგიონებში ქართული და საქართველოში მცხოვრები ხალხების მრავალხმიანობის თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა; ამ მიზნით საველე-საექსპედიციო სამუშაოების ჩატარება და შედეგების მეცნიერული განზოგადება;

III. 9. კავშირის დამყარება საქართველოს გარეთ მდებარე ქართული და კავკასიური მრავალხმიანობის კერებთან, წინასწარი საძიებო სამუშაოების ჩატარება, შემდგომში ექსპედიციების მოწყობისა და შედარებითი ეთნომუსიკოლოგიური კვლევის მიზნით;

III. 10. უცხოელი მსენელებისათვის ერთწლიანი სასერტიფიკატო კურსის წაყვანა ქართულ ხალხურ სიმღერაში და ამით ახალგაზრდა უცხოელი მკვლევრების დაინტერესება ქართული მუსიკის კვლევით;

III. 11.    სხვადასხვა სახის ადგილობრივი და    საერთაშორისო პროექტების განხორციელება;

III. 12.  ცენტრის ვებგვერდის  www.polyphony.ge მუდმივი სრულყოფა და შევსება აუცილებელი ახალი ინფორმაციით.

IV. ცენტრის სტრუქტურა:

IV. 1. ცენტრი არის თბილისის სახემწიფო კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეული, ჰყავს დირექტორი, დირექტორის მოადგილე და სპეციალისტები. დასახული მიზნების შესაბამისად, საშტატო ერთეულების ცვლილება ხდება კონსერვატორიის რექტორის ბრძანების საფუძველზე;

IV. 2. ცენტრს აქვს საზღვარგარეთული ბიურო, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებასა და გაღრმავებას, აქტიურადაა ჩართული სიმპოზიუმის მომზადებასა და საგამომცემლო საქმიანობაში;

IV. 3. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ნიშნავს რექტორი;

IV. 4. ცენტრი თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია კონსერვატორიის რექტორისა და სენატის წინაშე.

V. ცენტრის ადამიანური რესურსები:

თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი ძირითადად იყენებს საკუთარ ადამიანურ რესურსებს,  თანამშრომლობს  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიურ პერსონალთან, სპეციალისტებთან, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედებისა და საეკლესო მუსიკის ლაბორატორიის თანამშრომლებთან, აგრეთვე, ხელშეკრულების წესით იწვევს სხვადასხვა დარგის  წარმომადგენლებს.

VI. ცენტრის ქონება და ფინანსები:

VI. 1. ცენტრის მთელი ქონება წარმოადგენს კონსერვატორიის საკუთრებას იმის მიუხედავად, დაფინანსების რა წყაროებით არის იგი შეძენილი;

VI. 2. ცენტრის დაფინანსება ხდება კონსერვატორიის მიერ მისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო თანხებიდან, მათ შორის გრანტებიდან, შემოწირულობებიდან, საგამომცემლო საქმიანობით მიღებული თანხებიდან დადგენილი წესით;

VI. 3. მიზნობრივად ცენტრისათვის მოზიდული არასაბიუჯეტო შემოსავლების (და სხვა) განკარგვა ხდება ცენტრის წარდგინებით კონსერვატორიის რექტორის მიერ.

VII. ცენტრის ლიკვიდაცია:

VII. 1. ცენტრის ლიკვიდაცია ხდება თბილისის კონსერვატორიის სენატის გადაწყვეტილების საფუძველზე, კონსერვატორიის რექტორის ბრძანებით;

VII. 2. ცენტრის დებულებას და მასში ცვლილებებს ამტკიცებს რექტორი კონსერვატორიის სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.