სიახლეები

პროექტი „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი“ – საქართველოში ვიზიტი

IMG_5164ახალიიი


1-6 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროექტ „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი“-სფარგლებში 5 ქვეყნის მეგუდასტვირეთა დელეგაციას მასპინძლობს.

ორწლიანი პროექტი ერასმუს პლუსის პროგრამით ხორციელდება და 6 ქვეყნის წარმომადგენლობასაერთიანებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) კონკრეტულ ნაწილს – გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციას.

პროექტის პარტნიორები არიან:

  • სუიტის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი (ლატვია) – კოორდინატორი პარტნიორი;
  • ხორვატიული ტრადიციული საკრავების ცენტრი (ხორვატია);
  • მულტიეთნიკური კულტურის ასოციაცია (იტალია);
  • მეგუდასტვირეთა გრაუსის ასოციაცია (ესპანეთი);
  • ჩეხი, სლოვაკი მეგუდასტვირეები (სლოვაკეთი);
  • ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საქართველო).

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებისთვის გაიმართება მრგვალი მაგიდა და პრეზენტაციები (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში), ადგილობრივი მეგუდასტვირეების ვორქშოპები რაჭასა და აჭარაში და პროექტის დამაგვირგვინებელი კონცერტი ქედის კულტურის ცენტრში (ადგილობრივი ანსამბლების და სტუმარი მეგუდასტვირეების მონაწილეობით).

Share it on