მრავალხმიანობის კერები

ბოსნია-ჰერცეგოვინა

ბოსნია-ჰერცეგოვინას მთელი რიგი რაიონები იზოლირებული იყვნენ ევროპაში მიმდინარე ბევრი სოციალური და პოლიტიკური მოვლენებისაგან და ამით ტრადიციული კულტურის დიდი ნაწილი შენარჩუნდა. მათი კულტურა წინაისლამური და ისლამური პერიოდის კულტურების ნაზავს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ბოსნიურ-ჰერცოგოვინული მრავალხმიანობის ტრადიციამ ევროპელი ეთნოკოლოგების ყურამდე შედარებით ადრე მიაღწია, რაც, უდავოდ ჩეხი ფოლკლორისტის ლუდვიგ კუბას დამსახურებას წარმოადგენს, რომელმაც აქ საუკუნის დასაწყისში იმოგზაურა და შრომებიც გამოაქვეყნა.

ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში გავრცელებული მრავალხმიანობის მთავარი ფორმაა ბურდონი. ტრადიციულად ბურდონს ასრულებს მომღერალთა ჯგუფი, მთავარი მელოდიას კი სოლისტი. მელოდია მცირე დიაპაზონისაა (ტერცია ან კვარტა). დომინირებს ორხმიანობა, თუმცა გვხვდება სამხმიანობაც.

აღმოსავლეთ ჰერცოგოვინას სუფრულ სიმღერებში შესრულებისას გამოიყენება ხმის ერთგვარი “კანკალის” (პოტრესენიე) და წამოძახების (ოიკანიე) მეთოდები. ბურდონი ხშირად ორი კომპონენტისაგან შედგება: ესაა ე. წ. “პირდაპირი” ხმა-ბურდონი, და მოსართავებით დამშვენებული ბურდონი. ეს მოკაზმული ბურდონი ტრადიციულად მოიხსენიება, როგორც ტირილი “რიდანიე” (ჯეკანიე) ან (სჯეცანიე) “შეკვეცა”.

XX საუკუნის დასაწყისში ევროპული მრავალხმიანობის გავლენით ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში მრავალხმიანობის ახალი სტილი ჩამოყალიბდა. ის დაფუძნებულია პარალელურ ტერციებით მოძრაობასა და კვინტაზე კადანსირებაზე. ამ სტილს ეწოდება “ბანით სიმღერა”. ძველი და ახალი მრავალხმიანი სტილების თანაარსებობის საინტერესო მაგალითი იქნა დაფიქსირებული: ბოსნიური “ბანით სიმღერის” უძველეს ვერსიებში ზოგჯერ ადგილი აქვს სეკუნდებისა და ტერციების მონაცვლეობას”.

Share it on