მრავალხმიანობის კერები

ლატვია

ლატვიის ტრადიციული მრავალხმიანობა ნაკლებად ცნობილია უნიკალურ ლიტვურ სუტარტინესთან შედარებით. მას არ ახასიათებს ლიტვის მსგავსი სტილური მრავალფეროვნება, სამაგიეროდ, ლატვიაში მრავალხმიანობა ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს მოიცავს. აქ დღესაც კარგად ახსოვთ ძველებური მრავალხმიანი სიმღერები. ლატვიის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია მრავალხმიანობის ძველი საეთო-ევროპული ტიპი: ბურდონული მრავალხმიანობა. სხვადასხვა წერილობით წყაროებში (მე-16-მე-17 საუკუნეები) ლატვიის ტერიტორიაზე ნახსენებია ბურდონული სიმღერების არსებობა. დღეს ბურდონის არაერთი შემთხვევასაც ვხვდებით. მთავარი მელოდია ყოველთვის სრულდება სოლისტის მიერ, გააჩნია მცირე დიაპაზონი – ტერციის დიაპაზონის, ბურდონი იმღერება გუნდურად.

რიტმულად ლატვიური ბურდონული მრავალხმიანობა მარტივ ორმაგ მეტრზე არის დაფუძნებული. ბურდონული სამხმიანი მღერის ტრადიცია დარეგისტრირებულია ორ რეგიონში: ცენტრალურ – სამხრეთ – აღმოსავლეთში და სამხრეთ – დასავლეთ რაიონებში. ბურდონი გვხვდება როგორც სუფთა სახით (გაბმული), ასევე რეჩიტატიული ფორმით.

სიმღერაში ბურდონული ბანის საყრდენი იცვლება—იგი ადის ზევით დიდი სეკუნდით. ხშირად ვხვდებით სეკუნდის, ტერციისა და კვარტის თანხმოვანებებს. “როტას” სტილის ბურდონული სიმღერის ტრადიცია, რომელიც ანდრეს იურიანმა ჩაიწერა მე-19 საუკუნის ბოლო წლებში, საოცრად მდიდარია საკუნდური ხმოვანების სამხმიანი აკორდებით. დღეისავის ეს ტრადიცია ცოცხალ პრაქტიკაში უკვე დიდ ხანია დაკარგულია.

Share it on