მეცნიერები

მალხაზ ერქვანიძე

დაბ. 24. 11. 1963. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებისა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასწავლებლის ერთ-ერთი სახელოსნოს ხელმძღვანელი, ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის დამაარსებელი და რეგენტი 1988-2007 წლებში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტის სპეციალობით (1990 წ.). მისი საქმიანობა მიმართულია მივიწყებული ხალხური სიმღერებისა და უძველესი ქართული საგალობლების აღდგენის, აგრეთვე მათი სწორი საშემსრულებლო მანერის დაცვისკენ. ამჟამად ხელმძღვანელობს ფოლკლორულ ანსამბლ სახიობასა და მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდს. გამოცემული აქვს 25-მდე CD სხვადასხვა ანსამბლთან ერთად (ანჩისხატის გუნდი, “ძველი კილოები”, მამა დავითის ტაძრის გუნდი, “სახიობა”). ეწევა საექსპედიციო საქმიანობას, კონსულტაციებს უწევს ქართული სიმღერა-გალობის შემსრულებლებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გამოქვეყნებული აქვს ქართული გალობის ცხრა სანოტო კრებული. მისი კვლევები ეძღვნება ქართულ ბგერათწყობასა და ქართული მრავალხმიანობის ბუნებას.

ერქვანიძის ძირითადი ნაშრომები:
ქართული მუსიკის წყობა (პრობლემები და მოსაზრებები). (1991). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები: 172-193. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)
ქართული მრავალხმიანობის ბუნება. ფორმათა ერთიანობის შესახებ. (2001). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ რედ.). სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები. ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებები: 86-100. თბილისი: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)
ეკრძალე თავსა შენსა. (2002). ქართული საეკლესიო გალობის თანამედროვე პრობლემები: 91-106. თბილისი: საქართველოს საპატრიარქო, საეკლესიო გალობის ცენტრი (ქართულ ენაზე)
ქართული მუსიკის ბგერათწყობა (პრობლემები, მოსაზრებები). (2003). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი: 173-185. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ და რეზ. ინგლ. ენაზე)
ქართული საგალობლების აღდგენა-რესტავრაცია – ქართული სამგალობლო სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი. (2008) წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 449-468. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

ქართული საეკლესიო გალობა, ტ.VI, (ღვთისმშობლისა ცდა იესუ ტკბილის საგალობლები, მღვდლად კურთხევის, ქორწინების და პანაშვიდის საგალობლები), თბილისი, 2011წ.;

ქართული საეკლესიო გალობა, ტ.VII, (თორმეტ საუფლო და უძრავ დღესასწაულთა, დიდი მარხვისა და ზატიკის საგალობლები, აღმოსავლეთის სკოლა), თბილისი, 2014წ.;

Share it on