მეცნიერები

მინდია ჟორდანია

25. 11. 1929 (ოზურგეთის რ-ნი, სოფ. ლიხაური) – 19. 08. 1979 (თბილისი). 1955 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტის ფოლკლორის განყოფილება, 1958 წელს კი ასპირანტურა გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით. 1959 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. სიცოცხლის ბოლომდე თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში ასწავლიდა სოლფეჯიოს და იყო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის უფროსი მასწავლებელი. ეწეოდა ფოლკლორისტულ-შემკრებლობით მუშაობას.
1961 წლიდან სსს კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
ჟორდანიას ძირითადი ნაშრომები:

ქართული საგუნდო კულტურის ორი კერა. “საბჭოთა ხელოვნება”, 1957.
ლოკრიული კილო ქართულ ხალხურ მუსიკაში. ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, 1971, # 7: 49-53; # 8: 53-58 (ქართულ ენაზე).
“მოძახილი – მაღალი ბანის” საკითხისათვის. (1973). კრებულში: შავერზაშვილი, ალექსანდრე; თუმანიშვილი, ქეთევან და სხვანი (რედკოლეგია). სამეცნიერო შრომები: გვ. 103-126. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე).
Лады грузинских аробных песен «Урмули». (1973). В сборнике: Земцовский, Изалий (сост. и ред.). «Проблемы музыкального фольклора народов СССР»: გვ. 239-256. Москва: Музыка (რუსულ ენაზე)
“ურმულის” კილოური დაფუძვლები. (1975). საბჭოთა ხელოვნება, # 9 (ქართულ ენაზე).
ალტერირებული კილოები ქართულ ხალხურ მუსიკაში. (1979). ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, # 5 (ქართულ ენაზე).
მოდულაციები დიდი და პატარა ტერციებით ქვევით აღმოსავლეთ საქართველოს ბურდონული სიმღერების კილოებში. (1979). ჟურნალი “მეცნიერება” (ქართულ ენაზე).

Share it on