Uncategorized

ნინო კალანდაძე-მახარაძე

 დაბ. 25. 07. 1957. ეთნომუსიკოლოგი. მუსიკოლოგიის დოქტორი (2009), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის კონსერვატორიის ფოლკლორის ლაბორატორიის სპეციალისტი, ქალთა ფოლკლორული ანსამბლის „მზეთამზის“ თანადამაარსებელი და წევრი. იკვლევს ქართული ტრადიციული მუსიკის სემანტიკის პრობლემებს, საბავშვო და ბავშვთა ფოლკლორს, ქართულ-ჩრდილოკავკასიურ პარალელებს. მონაწილეობს რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სხვადასხვა პროექტში; არის ფოლკლორისტული ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს ტრადიციული მუსიკის სანოტო კრებულები, დისკები, მონოგრაფიები ქართველ ლოტბარებზე (წიგნმა „პოლიკარპე ხუბულავა“ 2015 წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომის ნომინაციაში გაიმარჯვა). აქვს უცხოეთში ქართული ხალხური სიმღერის სწავლების გამოცდილება.

კალანდაძე-მახარაძის ძირითადი ნაშრომები:

მრავალხმიანი აკვნის სიმღერა. (1987). ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, # 8: 128-132 (ქართულ ენაზე)

პოეტური და მუსიკალური ტექსტის შინაარსობრივ-სახეობრივი ურთიერთმიმართების საკითხისათვის ქართულ ხალხურ სიმღერაში. (1993). ჟურნალი ” ხელოვნება”, # 2: 135-147 (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე)

ბავშვის დასაძინებელი ქართული “ნანა” და მისი სამკურნალო დანიშნულება. (2002). თანაავტორი -ბაკურ კოტეტიშვილი (ბავშვთა ნევროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი). ჟურნალი ACADEMIA. ტ. III: 50-56. თბილისი: თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია (AMSI) (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)

ზარი – მრავალხმიანი გლოვა ქართულ ფოლკლორში. (2000). კრებულში: წურწუმია, რუსუდან. (პ/მ რედ.). ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალები: 121-134. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)

ვოკალური შთაბეჭდილებების მსოფლიო ანთოლოგია და ქართული მრავალხმიანობა პარიზის ადამიანის მუზეუმის ეთნომუსიკოლოგიური დეპარტამენტის ფონოკოლექციაში. (2001). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ რედ.). სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები. ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებები: 223-232. თბილისი: ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)

მრავალხმიანი ქართული ხალხური სასიმღერო მეტყველების ერთი არტიკულაციური თავისებურების შესახებ. (2003). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი: 335-349. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

რემა შელეგია (შტრიხები პორტრეტისათვის). (2003). როდონაია, ვახტანგ (რედ.) ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები. სამეგრელო. ტ. II: 9-33 . თბილისი: საქართველოს მაცნე (ქართულ ენაზე)

ვარლამ სიმონიშვილი (2004).  ჭოხონელიძე, თამარ და როდონაია, ვახტანგ (რედ.) ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები. გურია. ტ. I: 59-116 თბილისი: საქართველოს მაცნე (ქართულ ენაზე)

გლოვის ზარი ქართველ მამაკაცთა ტრადიციულ მრავალხმიანობაში. (2005). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 158-178. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: შპს ჩოხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

მრავალხმიანი “აკვნის სიმღერა” საქართველოში. (2010).  წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 175-197. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: შპს ჩოხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

ოთარ ჩიჯავაძის იმერული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულის შესახებ (2010). ო. ჩიჯავაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები. 33-37. თბილისი: ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია.

ტრადიციული მუსიკა ქართულ-აფხაზურ დიალოგში (2011). (თანაავტორი მარინა კვიჟინაძე). თბილისი: ტრიასი. (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ., რუსულ და აფხაზურ ენაზე)

ქართველ ბავშვთა ფოლკლორი არქაული მუსიკალური აზროვნების ჭრილში ( 2012). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ეთნოლოგიური კონფერენციი მოხსენებები. თბილისი: ილიაუნი (მზადდება გამოსაცემად). (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)

ქართული ხალხური მუსიკა  (2012). (თანაავტორი – ქეთევან ბაიაშვილი). წიგნში: ჩვენი ღირსებანი. ტ. 6. 46-64. თბილისი: წიგნიერი (ქართულ ენაზე).

Children‘s  Musical Instruments in Georgia (2013).  Gisa Jahnichen (edit.). Studia Instrumentorum Musicae, III (New Series). Materials of  19th simposium ICTM. 209-218.  MV-Wissenschaft.

ჭვენიერობის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ტრადიციული მუსიკა (2014). (თანაავტორი- ნინო ღამბაშიძე).  წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 245-260. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: შპს ჩოხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

ქართულ ხალხურ სიმღერაში გამოყენებული შეძახილების შესწავლისათვის (2014). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე ეთნოლოგიური კონფერენციი მოხსენებები. თბილისი: ილიაუნი (მზადდება გამოსაცემად). (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)

ვაზი და ქართული ტრადიციული მუსიკა (2014). შარაბიძე, თამარ (რედ.). ვაზი – სიცოცხლის ხე. 61-65. თბილისი: ასოციაცია ქართული ღვინო (ქართულ ენაზე)

მრავალხმიანი აზროვნება: უწყვეტი ქართული ტრადიცია (პოლიკარპე ხუბულავასგან  ჩაწერილი საგალობლების მაგალითზე). (2015 ).  წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 226-242. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: შპს ჩოხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

Russian Traditional Music in Georgia (Based on the materials from Dedoplistsqaro 2013-2014). GESJ: Musicology and Cultural Science No.1(11). 45-49. http://gesj.internet-academy.org.ge/en/title_en.php?b_sec=&section_l=muz

შემსრულებლობის ისტორიის ფურცლები: ქართული „ნანა“ სცენაზე. მანაგაძე, ხათუნა (რედ.). ხალხური და საეკლესიო მუსიკის საშემსრულებლო პრობლემები. I.197-201. ბათუმი: ხელოვნების უნივერსიტეტი (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)

Georgia: History, culture, and geography of music (2015). (co-author  Tamaz Gabisonia). The SAGE Encyclopedia of Music and Culture (მზადდება გამოსაცემად). https://networks.h-net.org/h-folk

hommo Poliphonicus – პოლიკარპე ხუბულავა (მონოგრაფია). (2015). თბილისი: უსტარი (ქართულ ენაზე)

 

 

 

Share it on