სამეცნიერო ფორუმები

რუსეთი. 1989

კონფერენცია სახელწოდებით “რუსეთის ვოკალური მრავალხმიანობა” ჩატარდა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში, 1989 წლის 24-29 სექტემბერს. მისი ორგანიზატორები გახლდნენ საბჭოთა კავშირის მუსიკოლოგთა და ფოლკლორისტთა კომიტეტი, კომპოზიტორთა კავშირი და გნესინის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტი. მოხსენებების შემოკლებული ვერსიები (თითეული სამ გვერდიანი, ზოგს თან ახლავს მუსიკალური მაგალითები) გამოიცა რუსეთში (იხილეთ ენგოვატოვა, 1989). ქვემოთ მოცემულია კონფერენციის პროგრამაში წარმოდგენილ მეცნიერებისა და მათი მოხსენებების სია:

1. ბ. ეფიმენკოვა*, რუსეთი, მოსკოვი. “რუსული ვოკალური მრავალხმიანობის სტრუქტურულ-ტიპოლოგიური კვლევის თვალთახედვიდან”.

2. იულია ევდოკიმოვა*, რუსეთი, მოსკოვი. “ადრეული მრავალხმიანი ფორმების კლასიფიკაციის პრინციპები უცხოურ შრომებში”.

3. იზალი ზემცოვსიკი, რუსეთი, ლენინგრადი. “ბურდონი ზეპირი ტრადიციის მუსიკაში: რეზულტატი და პრობლემის საერთაშორისო შესწავლის პერსპექტივები”.

4. ინა ნაზინა, ბელორუსია, მინსკი. “ბურდონის – შებანების პრინციპი ბელორუსიულ ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკაში”.

5. ოლგა პაშინა, რუსეთი, მოსკოვი. “ბურდონული დიაფონიის სპეციფიკა აღმოსავლეთ პოლესიაში”.

6. ინა ფედორენკო, რუსეთი, კრასნოიარსკი. “მრავალხმიანობის სისტემა რუსულ-ბელორუსულ-უკრაინულ საზღვრისპირა რეგიონების ლირიკულ სიმღერებში”.

7. ჟანა კრასნოვა, რუსეთი, ლენინგრადი. “ჰეტეროფონული მრავალხმიანობის ფორმირებისა და სტრუქტურის ზოგიერთი თავისებურება რუსულ ხალხურ სიმღერებში (რუსულ-ბელორუსული საზღვრის ტრადიციის მასალაზე დაყრდნობით)”.

8. ევგენია რეზნიჩენკო, რუსეთი, მოსკოვი. “ზოგიერთი დაკვირვება ჩრდილო რუსეთის ჰეტერეფონიის სახესხვაობაზე”.

9. ვალენტინა ლისტიჩკინა, რუსეთი, მოსკოვი. “მელოდიისა და ქსოვილის-სტრუქტურის შეფარდება შუა ტემზის რეგიონის საქორწილო სიმღერებში”.

10. მარგარიტა ენგოვატოვა, რუსეთი, მოსკოვი. “ორხმიანი მღერა `პოდვოდკა –”თი რუსულ ლირიკულ სიმღერაში””.

11. ტატიანა დიგუნ, რუსეთი, ჩეხოვი. “მდინარე დონის ჩრდილო რეგიონის ტრადიციული სიმღერების მრავალხმიანობის ტიპების შესახებ”.

12. ელენა შიშკინა, რუსეთი, ასტრახანი. “მდინარე ვოლგა-აკტიუბისკინის აუზის (ასტრახანის რეგიონი) საქორწილო სიმღერების მრავალხმიანი სტრუქტურის შესახებ”.

13. ტატიანა კალუზნიკოვა, რუსეთი, სვერდლოვსკი. “მრავალხმიანობა ურალის მთების სიმღერებში (გორნოზავაცკოი ურალი)”.

14. ლარისა მუქსომედშინა, რუსეთი, ირკუტსკი. “ტრადიციული `შეყოვნების~ მრავალხმიანი სტრუქტურა მდინარე ანგარაზე”.

15. ნატალია გილიაროვა, რუსეთი, მოსკოვი. “მრავალხმიანობა, როგორც მუსიკალური დიალექტის ერთ-ერთი კომპონენტი”.

16. ალექსანდრე ბანინი, რუსეთი, მოსკოვი. “მრავალხმიანობა და მუსიკალური სისტემის ევოლუციის პრობლემა”.

17. ალექსანდრა სოკოლოვა, უკრაინა, ოდესა. “მრავალხმიანი სტრუქტურის და მისი სიმღერის კილოურ საფუძვლებთან კავშირის შესახებ”.

18. ეკატერინა დოროხოვა, რუსეთი, მოსკოვი. “მრავალხმიანობის ტიპებისა და სიმღერის სხვა ბგერათსიმაღლებრივი ორგანიზაციის დონეებზე დაკვირვების შესახებ”.

19. ანატოლი ივანოვი, რუსეთი, მოსკოვი. “კანონი ნახევრად(სემი)-პერიოდული ფორმებში (კაზაკ-ნეკრასოვის სამგლოვიარო ჰიმნების მაგალითზე)”.

20. მიხეილ ლობანოვი, რუსეთი, მოსკოვი. “მრავალხმიანობა და ტემბრი”.

21. ნიკოლაი ბოიარკინი, მორდოვა (რუსეთი), სარანსკი. “მორდოვული მრავალხმიანობა ფინო-უგორული მუსიკალური ფოლკლორის კონტექსტში”.

22. ნადია ჟულანოვა, კომი (რუსეთი), პერმი. “კომი-პერმული მრავალხმიანობის ზოგიერთი თავისებურება”.

23. ლარისა შიპიცინა, კომი (რუსეთი), პერმი. “ტრადიციული მრავალხმიანობის შესახებ კომი-პერმულ მუსიკალურ კულტურაში”.

24. რიმა ჩურაკოვა, რუსეთი, იჟევსკი. “სამხრეთ უდმურტების ვოკალური მრავალხმიანობის შესახებ”.

25. ელენა ბოიკოვა, რუსეთი, პერმი. “კოლექტიური მღერის ორი ფორმის შესახებ სამხრეთ უდმურტებში”.

26. ტატიანა ანანიჩევა, რუსეთი, მოსკოვი. “მრავალხმიანი ქსოვილის ზოგიერთი მახასიათებლები მდინარე სურის ბასეინის სოფლების რუსულ საქორწილო და საფერხულო სიმღერებში”.

27. ანატოლი რახაევი, ჩრდილო კავკასია, (რუსეთი), ნალჩიკი. “მრავალხმიანობის ფორმები ჩრდილო კავკასიელ ხალხების ეპიკურ სასიმღერო ტრადიციაში”.

28. თამარა ბლაევა, ჩრდილო კავკასია, (რუსეთი), ნალჩიკი. “სოლისტისა და გუნდის მონაცვლეობითი მღერის ტრადიცია და მისი სტილური თავისებურებები ადიღურ სიმღერებში”.

29. ხამზა იხტიზამოვა, რუსეთი, უფა. “ობერტონულ-ჰარმონიული მრავალხმიანობა თურქული ხალხის მუსიკალურ ფოლკლორში”.

30. დაშინა დუღაროვა, რუსეთი, ულან-უდე. “”აი-დონ”-ის ჟანრის დადგენის პრობლემა და ჰეტეროფონული მრავალხმიანობა დასავლეთ ბურიატებს შორის”.

31. ევგენი ტრემბოველსკი, რუსეთი, ვორონეჟი. “გახსნადი კილო ფოლკლორსა და პროფესიულ მუსიკაში (მ.ნ მუსორგსკის კომპოზიციების მაგალითზე)”.

32. სიმჰა არომი, საფრანგეთი, პარიზი. “მრავალხმიანი მუსიკის ჩაწერის მეთოდოლოგია”.

Share it on