მრავალხმიანობის კერები

სლოვენია

მრავალხმიანი სიმღერა მნიშვნელოვანი თავისებურებაა ამ ქვეყნისა, რომელიც ძირითადად ტყეებით დაფარული დიდი მთების მასივებისგან შედგება. ისევე როგორც ბალკანეთის სხვა ქვეყნებში, სლოვენიაშიც რამდენიმე რეგიონალური სტილი არის წარმოდგენილი. მათ შორის ძველი და შედარებით თანამედროვე მრავალხმიანობა. თანამედროვე მრავალხმიანი სიმღერის ტრადიცია სლოვენიაში უფროა გავრცელებული ვიდრე ძველი სტილი. “რეზია” და “ბელა კრაინას” ოლქები ინახავენ ძველებური ვოკლური მრავალხმიანობის სტილს, რომელიც ეფუძნება ბურდონულ ორხმიანობას და მჭახედ მჟღერ სეკუნდურ ინტერვალებს.

სამწუხაროდ, ძველი ტრადიციული დისონირებული სეკუნდით სიმღერის ტრადიცია თანდათან იკარგება, და მათ ადგილას ჩნდება სიმღერა ტერციებსა და უნისონში. მრავალხმიან სიმღერათა უმეტესობა სრულდება ორ ხმაში. თანამედროვე მრავალხმიანი სტილი კი ემყარება ევროპულ კლასიკურ მუსიკას, ტრადიციულ ევროპულ ფაქტურას და აკადემიური ტიპის ოთხხმიანობას. თანამედროვე მრავალხმიანი შემსრულებლობა გულისხმობს ორხმიანობით დაწყებულ და ხუთხმიანობით დამთავრებულ ვარიანტებს. მათგან ახალგაზრდობაში ყველაზე პოპულარულია სამხმიანი სიმღერა, სადაც მთავარი მელოდია შუაშია მოთავსებული.

Share it on