სიახლეები

ტმკსც-ის დირექტორის მოადგილის, ნინო რაზმაძის ვიზიტი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში (MDW)

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის (თსკ) ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (IRCTP) დირექტორის მოადგილე, ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე ERASMUS PLUS-ის პროგრამის ფარგლებში ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში (University of Music and Performing Arts Vienna – MDW) იმყოფებოდა. უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონ ულრიჰ მორგენშტერნის სპეციალური მიწვევით მან ლექციები წაიკითხა ქართული ტრადიციული მუსიკისა და საკრავების შესახებ, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ შემსრულებლობასაც, სადაც დაინტერესებულ სტუდენტებს, თანამშრომლებსა და გარეშე პირებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული საკრავის, ჩონგურის რეპერტუარს და რამდენიმე ქართულ სიმღერას ფერხულის თანხლებით.

სამომავლოდ, იგეგმება ამავე უნივერსიტეტის პროფესორების, საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული მეცნიერების, ულრიჰ მორგერნშტერნისა და ურსულა ჰემეტეკის ლექციები თსკ-ში. თსკ-სა და ტმკსც-ს საქმიანობაში პრიორიტეტულია საერთაშორისო თანამშრომლობა და მჭიდრო კონტაქტების დამყარება ჩვენს უცხოელ კოლეგებთან.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პროექტის მასპინძელ უნივერსიტეტსა და ჩვენს კოლეგას, პროფ. ულრიჰ მორგერნშტერნს, აგრეთვე, თსკ-ის და MDW-ის საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელებს, ქ-ნ ნანა შარიქაძესა და ქ-ნ ანიტა ტაშლერს.

NinoR.Plakat

Share it on