სიახლეები

ტმკსც-ის სამუშაო ჯგუფის ვიზიტი თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან

41737157_313600639406233_8712636567786618880_n

23-30 აგვისტოს ტმკსც-ის სამუშაო ჯგუფი (ბაია ჟუჯუნაძე, გიორგი ხუხუნაიშვილი, გიორგი გოგიტაძე) გალობის ფონდის მხარდაჭერით თურქეთში, კერძოდ, ქ. ინეგოლში იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა ადგილობრივ ქართველებში სასიმღერო ტრადიციის აღდგენას. ერთი კვირის განმავლობაში, არაერთი ადგილობრივი სიმღერა გაცოცხლდა. გარდა სიმღერებისა, მსრუველებმა შეისწავლეს ჭიბონზე დასაკრავები, რომლებიც აჰმეთ ოზქან მელაშვილის ჩანაწერებიდანაა აღდგენილი. ინეგოლში ჭიბონის ტრადიციის ასაღორძინებლად შემსრულებლებს რამდენიმე საკრავი საჩუქრად გადაეცათ.

ამავდროულად, დასრულდა მუშაობა ოთხენოვან წიგნზე „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“, სადაც წარმოჩენილი იქნება სოფელ ჰაიერიეს მუსიკალური ტრადიციები, 1965-66 (აჰმეთ ოზქან მელაშვილი), 1968 (პიტერ გოლდი) და 2015 (ტმკსც) წლებში ჩაწერილი სიმღერა-დასაკრავების აუდიო და ნოტირებული ნიმუშები. აღნიშნული კრებული ცენტრის მეორე უახლეს გამოცემასთან „გრიმო და ქართული სიმღერა“ ერთად ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოეფინება.

Share it on