სამეცნიერო ფორუმები

უნგრეთი. 2013

2013 წლის 12-16 სექტემბერს,  ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა ICTM-ის მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფის მე-3 სიმპოზიუმი. ადგილობრივი ორგანიზატორი გახლდნენ: მუსიკოლოგიის ინსტიტუტი, ჰუმანიტარული კვლევის ცენტრი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემია.

თემები:

  1. სამეცნიერო ტერმინოლოგია და ადგილობრივი მუსიკალური პრაქტიკა.
  2. განათლებული/დიპლომირებული მუსიკოსებისა და მისიონერების როლი ადგილობრივ მუსიკალურ პრაქტიკაში.
  3. ინდივიდუალისტების ერთობა.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

  1. ანდა ბეიტანე (ლატვია): “ვინ ვისზე ზემოქმედებს? განათლებული მუსიკოსები და მათი გავლენა ადგილობრივ მრავალხმიან მუსიკალურ პრაქტიკაზე აღმოსავლეთ ლატვიაში”.
  1. ჯანი ბელუშიო (იტალია) და ოლივერ გერლახი (გერმანია): “კალაბრიაში იტალიურ-ალბანური თემების მრავალხმიანი სიმღერა”.
  1. ენრიკე კამარა დე ლანდა (ესპანეთი): “მუსიკის მოქმედება რამდენიმე მხარეში: რობერტო სკარლატო და ვოკალური და იასტრუმენტული მრავალხმიანობა დღევანდელ არგენტინაში”.
  1. ფულვია კარუზო (იტალია): “კანცონიეტა წმინდა სამების ოდაში’ ტრადიცისა და ნოვაციას შორის”.
  1. ჟანჟაკ კასტერე (საფრანგეთი): “გადაცემის სამეფო მე-6 ხმის დადგენა: მრავალხმიანი სიმღერა და განათლება ტრადიციულ დასავლეთპირინეულ საზოგადოებაში”.
  1. ან კოფრიე (ბელგია): ‘ტრადიციული’ მუსიკის პრაქტიკა პორტო სანტოს კუნძულზე (მადეირა)”.
  1. თამაზ გაბისონია (საქართველო): “პირადი გავლენის ცნობილი მაგალითები ქართულ მუსიკალურ ტრადიციაში”.
  1. ლერი ფრენსის ჰილარიანი (სინგაპური): “სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და კონცეპციების გამოყენება ადგილობრივი მუსიკალური პრაქტიკების გასაგებად, მალაიური ბარბითის (გამბუსი) დაკვრის მაგალითზ
  1. ქეთრინ ინგრემი (ავსტრალია): “ინდივიდუალური მომღერლების როლი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში კამის ხალხის “დიდი სიმღერის” გუნდურ შესრულებაში”.
  1. ენო კოჩო (დიდი ბრიტანეთი/ალბანეთი): “ალბანური მართლმადიდებელი ეკლესიის მუსიკა და მისი ადგილობრივი პრაქტიკები”.
  1. კატალინ ლაზარი (უნგრეთი): “მრავალხმიანობა ფინო-უნგრული ენების ხალხების ტრადიციულ ვოკალურ მუსიკაში”.
  1. ვეიიალინი (ავსტრია): “ურთიერთობა ტაოს საზოგადოების (აბორიგენული ეთნიკური ჯგუფი ტაივანში) ტრადიციულ სასიმღერო პრაქტიკებსა და საკლესიო საგალობლებს შორის “.
  1. მარკო ლუტცუ (იტალია): “რიტუალის ფორმირება. ორო კანტადოს მუსიკალური სტრუქტურის დეფინიციის ინდივიდუალური არჩევნის როლი”.
  1. იგნაციო მაკიარელა (იტალია). “მათთვის, ვისაც ყურები აქვს რომ ესმოდეს. ინდივიდუალური ხელწერები სარდინიულ მრავალხმიან სიმღერაში”.
  1. ზლატა მარიანოვიჩი (სერბეთი). “ეთნომუსიკოლოგი ეხპედიციაში: განათლებული უცხოელი თუ მუსიკის-თანამემამულეს პრაქტიკა?”
  1. რენატო მორელი (იტალია): “საშობაო სიმღერები ჩრდილოეთ იტალიასი, დაბეჭდილ წყაროებსა და ზეპირ გადაცემას შორის. წმინდანების, ბერებისა და მღვდლების როლი ამ რეპერტუარის გავრცელებაში”.
  1. ულრიხ მორგენშტერნ (ავსტრია): “ბგერითი კონტრასტი, ჰარმონიული აქცენტები, ქსოვილის რითმი. მრავალხმიანი ხალხური ინსტრუმენტული პრაქტიკა როგორც გამოწვევა მუსიკოლოგიური ტერმინოლოგიისთვის”.
  1. იევა პანე (ლატვია): “კრეატიული ადამიანების გავლენა სოფ. ბარტას ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერის ბუნებრივ მიმდინარეობაზე”.

პანელი: განათლებული მუსიკოსების, მეცნიერებისა და მისიონერების მიერ შექმნილიახალი ტრადიციები

  1. პაოლო ბრავი (იტალია). “სწავლა, კულტურული ღირებულებები და ხმის ფორმირება სარდინიულ სა ნუორესას გუნდებში”.
  1. კრისტინა გირარდინი (იტალია). “ფრანჩესკო ბალილა პრატელა და გუნდური სიმღერა რომანიაში”.
  1. გერდა ლეხლაიტნერი (ავსტრია). “ზულუსების 1908 წლის ჩანაწერები: კონფლიქტი “ტრადიციასა” და “თანამედროვეობას” შორის”.
  1. ნონა ლომიძე (ავსტრია/საქართველო). “ქართული ხალხური მუსიკა – პროფესიონალიზაციით გამოწვეული ტრადიციის ცვლილებები?”
  1. ჟანა პარტლასი (ესტონეთი). “ადგილობრივ და საერთაშორისო, ხალხურ და სამეცნიერო ტერმინოლოგიას შორის. რუსული ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერის მაგალითი”.
  1. დაივა რაჩიუნაიტევიჩინიენე (ლიტვა). “განათლების გავლენა სუტარტინესის პრაქტიკაზე მე-20 საუკუნეში”.
  1. გვიდო . რაშიერი (იტალია). “მრავალხმიანი მუსიკა ჩრდილო-დასავლეთ იტალიის თანამედროვე ვოკალურ და ინსტრუმენტულ ტრადიციაში”.
  1. პალ რიხტერი (უნგრეთი): “მონოფონია უნგრულ ხალხურ მრავალხმიან ინსტრუმენტალ მუსიკაში”.
  1. კატა რისკო (უნგრეთი). “მრავალხმიანი მუსიკის მიმართულებით – გაბურჟუაზიულება და ახალი მუსიკალური იდეალები უნგრული ხალხური მუსიკის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში”.
  1. კონსტანტინ სეკარა (რუმინეთი). “ბიზანტიური სტილის რუმინული საშობაო სიმღერები. მონოდიისა და ისონის (ისოკრატემა) ტრადიციები წერიობით წყაროებსა და ზეპირ გადაცემას შორის”.
  1. ლანა შეჰოვიჩპაჩუკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა). “უნგრელი კომპოზიტორის იულიუს მაიორის ბოსნიური მუსიკალური თავგადასავალი”.
  1. იანოშ სიპოს (უნგრეთი). “მრავალხმიანი მუსიკის კვალი ზოგიერთ თურქულენოვან თემში”.
  1. ლუიზა ტარი (უნგრეთი): “ინდივიდუალობის კვლევის შედეგები უნგრულ ხალხურ ინსტრუმენტულ მუსიკაში”.
  1. ამრა ტოსკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა). “ეთნოაკადემიკ: მუსიკალური ტრადიციის ხელახალი ინტერპრეტაცია”.
Share it on