დასრულებული

ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში 1916-1918 წლებში

1978409_1016231081737770_8358628995196138899_o-copy

2014 წელს განხორციელდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამ-არქივის ერთობლივი პროექტი „ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში 1916-1918 წლებში“. პროექტზე მუშაობდნენ ორივე ინსტიტუციის თანამშრომლები ნინო ნაკაშიძე, ნინო მახარაძე, მაია კაჭკაჭიშვილი, კარსტენ ნოიბერტი, ალბრეხტ ვიდმანი, ემილი შალკი, გამოცემის რედაქტორები – პროფ. რუსუდან წურწუმია და პროფ. სიუზან ციგლერი.

გამოცემა მოიცავს წიგნსა და ორ დისკს.  წიგნი მოგვითხრობს ჩაწერის ისტორიულ წანამძღვრებსა და საკუთრივ, მის ისტორიაზე, პროექტის მნიშვნელობაზე ქართული კულტურისათვის და მასზე მუშაობის პროცესზე. რაც ეხება აუდიომასალას, CD I შეიცავს 65 აუდიონიმუშს პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ბერლინის სახელმწიფო მუზეუმში შემავალი ეთნოლოგიური მუზეუმის ბერლინის ფონოგრამარქივში დაცული 90 სიმღერიდან, ხოლო CD II – ორიგინალურ წერილობით დოკუმენტებს ყველა იმ 84 ნიმუშთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ხმოვან არქივში არსებობდა გარკვეული აღწერითი ინფორმაცია.

Share it on