სიახლეები

ქართული ტრადიციული სიმღერის ახალი ქსელური არქივი

45409178_2375712109122987_2686964199308918784_n

ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე ფრანკ შერბაუმმა (პოტსდამის/გერმანია უნივერსიტეტი), ნანა მჟავანაძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/საქართველო) და ელგუჯა დადუნაშვილმა (იენის უნივერსიტეტი/გერმანია) წარმოადგინეს ახალი ქსელური, გრძელვადიანი არქივი. არქივი მოიცავს ხმოვან, ვიდეო და ხორხის მიკროფონებით ჩაწერილ საექსპედიციო მასალებს, კერძოდ: სიმღერებს, ლოცვებსა და დატირებებს, რომელთა დიდი უმრავლესობა მოპოვებულია სვანეთში.

სამთვიანი საველე ექსპედიციისას, რომელიც განახორციელეს ფრანკ შერბაუმმა და ნანა მჟავანაძემ 2016 წლის ზაფხულში, ეთნოფორებმა წერილობით გამოხატეს თანხმობა, რომ აღნიშნული მასალა ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს საკვლევი, საგანმანათლებლო და სხვა არაკომერციული მიზნებით. შესაბამისად, ტმკსც მოხარულია გაცნობოთ, რომ ამ უნიკალური კოლექციის თავდაპირველ ვერსიაზე წვდომა შესაძლებელია მისამართზე:  https://lazardb.gbv.de/search?ot=objekttyp&p=1,28

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არქივის მეტამონაცემები (მაგ: კონექტსტური ინფორმაცია, სიმღერების ტექსტები და ა.შ.) ზოგჯერ  ხარვეზიანი  და დაუსრულებელია, რაც თანდათანობით დაიხვეწება და საბოლოო სახეს მიიღებს.

ქართული ტრადიციული სიმღერის მკვლევრები და პრაქტიკოსები აგრეთვე შესაძლებელია დაინტერესდნენ ახალი „საძიებელი საცავის“ წინასწარი ვერსიით, რომელშიც შესაძლებელია წვდომა აღნიშნულ კოლექციის სიმღერების გარკვეულ ჯგუფზე, რომლებიც აგრეთვე დაბალი რეზოლუციითაა წარმოდგენილი, რადგან გამოსაყენებლად მეტად მოსახერხებელია: https://www.audiolabs-erlangen.de/resources/MIR/2018-ISMIR-LBD-ThroatMics მომავალში კოლექცია მთლიანად იქნება ხელმისაწვდომი აღნიშნული ფორმით.

და ბოლოს, ქრთული გალობის მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს აგრეთვე იმ საგალობლების დამუშავებული ვერსიები, რომლებიც გადმოცემულია გალობის ოსტატის არტემ ერქომაიშვილის მიერ და ჩაწერილია 1966 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში: https://www.audiolabs-erlangen.de/resources/MIR/2017-GeorgianMusic-Erkomaishvili

მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, აღნიშნული არქივების გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და შეფასებები და მოგვწეროთ ჩვენი ცენტრის (ტმკსც) მისამართზე, ან დაუკავშირდეთ ფრანკ შერბაუმს (fs@geo.uni-potsdam.de) და/ან ნანა მჟავანაძეს (nanateknada@gmail.com).

Share it on