დასრულებული

ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების სახელმძღვანელო

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ეს გამოცემა ქართული ეთნომუსიკოლოგიის 100-წლიანი და კონსერვატორიის არსებობის 80-წლიანი ისტორიის მანძილზე ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების პირველი სახელმძღვანელოა. 2005 წელს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში გამოცემული ეს სახელმძღვანელო, პირველ რიგში, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი. მასში მოცემულია ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არსებული ყველა ძირითადი საკითხი, სათითაოდაა მიმოხილული ქართული მუსიკალურ-ფოლკლორული დიალექტები. თეორიულ საკითხებს ერთვის ახლადგაშიფრული 60 სიმღერა და მისი იდენტური ორი მუსიკალური CD. სახელმძღვანელო შედგენილია თამარ მესხისა და თამაზ გაბისონიას მიერ. გამოცემის პასუხისმგებელი რედაქტორია რუსუდან წურწუმია.

Share it on