მეცნიერები

შალვა ასლანიშვილი

10/23. 03. 1896 (არტანუჯი, ართვინის მაზრა/თურქეთი/ ბათუმის ოლქი) – 13. 12. 1981 (თბილისი) –  ქართველი მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიის ლაურეატი.
მისი ნაშრომები ეხება, უმთავრესად, ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის თეორიის საკითხებს.
ჩაწერილი აქვს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთის რაიონების მრავალი სიმღერა.
ასლანიშვილის ძირითადი ნაშრომები:
ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. (1954-1956). I და II ტომი. თბილისი: ხელოვნება (ქართულ ენაზე)
ქართლ-კახური ხალხური საგუნდო სიმღერების ჰარმონია. (1970). თბილისი: განათლება (ქართულ ენაზე)
ძველი ქართული სანოტო ნიშნების საკითხისათვის. სანოტო ნიშნების სისტემა ძველ ქართულ ხელნაწერებში (X-XII ს.ს.). (1991). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები (გვ. 22-61). თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)
Проблемы музыкального наследия в Грузии. (1956). В сборнике: «Музыковедение и музыкальная критика республик Закавказья». Москва: Государственное музыкальное издательство (რუსულ ენაზე)

Share it on