Uncategorized

ვლადიმერ გოგოტიშვილი



დაბ. 29. 01. 1929. – 07. 2009. 1953 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით, 1961 წელს – მოსკოვის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი მუსიკის თეორიის სპეციალობით. 1961-1985 წწ. პედაგოგად მუშაობდა თბილისის კონსერვატორიისთეორიის კათედრაზე. შემდეგ 2007 წლამდე – მეცნიერთა-ნამშრომლად ქართული ხალხური შემოქმედების კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს კვლევები ქართული ხალხურ-სასიმღერო მრავალხმიანობის საკითხებზე. ბოლო წლებში მუშაობდა ქართული მრავალხმიანი სიმღერის სხვადასხვა დიალექტის კილო-ინტონაციური წყობის პრობლემებზე.
გოგოტიშვილის ძირითადი ნაშრომები:
პოლიფონიური გურული სიმღერის შესახებ. (1988). კრებულში: გაბუნია, ნოდარ; წურწუმია, რუსუდან და სხვანი (რედკოლეგია). ქართული მუსიკის პოლიფონიის საკითხები: 77-99. თბილისი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)
სვანური საგუნდო მრავალხმიანობის ფაქტურული თავისებურებების საკითხისათვის. (1993-1994). კრებულში: წურწუმია, რუსუდან. (პ/მ რედ.). მუსიკისმცოდნეობის საკითხები. სამეცნიერო შრომები: 3-39. თბილისი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)
მეგრული ლირიკული სიმღერის კილო-ინტონაციური წყობის თავისებურებების შესახებ. (2000). კრებულში: წურწუმია, რუსუდან. (პ/მ რედ.). ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები: 66-97. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალები. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)
მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერების კილოური წყობის ზოგიერთი თავისებურების შესახებ. (2001). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ რედ.). სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები: 233-259. ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებები (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)
ქართლ-კახური გრძელი სუფრული სიმღერების კილო-ინტონაციური წყობის ზოგიერთი თავისებურების შესახებ. (2003). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი: 306-323. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
ქართულ ხალხურ-სასიმღერო მრავალხმიანობაში გაბატონებული მონოტონიკური (არაოქტავური) კილოს ავთენტიკური და პლაგალური სახეობების შესახებ. (2005). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 209-226. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: შპს ჩოხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
პირველი სახის “ქართული კადანსის” კილო-ინტონაციური წყობის თავისებურებები. (2008). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 269-281. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
კვარტული კადანსის თავისებურებანი მრავალხმიან ქართლ-კახურ სიმღერებში. (2009). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

Share it on