სამეცნიერო ფორუმები

იტალია. 2010

ICTM-ის მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფი დაფუძნდა 2009 წლის ივლისში ICTM-ის კონფერენციაზე დურბანში, სამხრეთ აფრიკა. მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფის პირველი სიმპოზიუმი კი ჩატარდა 2010 წლის 15-21 სექტემბერს, კალიარისა და ბარონიაში (სარდინია, იტალია).

სიმპოზიუმის ორგანიზატორი გახლდათ კალიარის უნივერსიტეტი, ისტორიული, გეოგრაფიული და საშემსრულებლო კვლევების განყოფილება.

თემა: მრავალხმიანი მუსიკა, როგორც მუსიკალური აზროვნების, გამომხატველობითი ქცევისა და ბგერის სპეციფიკური ხერხი.

ქვემოთ იხილეთ სიმპოზიუმის მონაწილეებისა და მოხსენებების სია:

  1. რუდოლფ . ბრენდლი (ავსტრია): “სკოპოსი: ბერძნული ხალხური მუსიკის ტრადიციული კონცეპცია მრავალხმიანი მუსიკის სტანდარტული დეფინიციის წინააღმდეგ”.
  1. იგნაციო მაკიარელა (იტალია): “მრავალხმიანი მუსიკის შექმნის შესახებ”.
  1. სუზან ციგლერი (gერმანია): “მრავალხმიანი მუსიკალური პრაქტიკები ისტორიულ პერსპექტივაში: ჩაწერა ნოტირების წინააღმდეგ”.
  1. გერდა ლეხლაიტნერი (ავსტრია): “მრავალხმიანი მუსიკის ადრეული ხმოვანი ჩანაწერები: კონცეპციები და ისტორიული კონტექსტი”.
  1. ნონა ლომიძე (ავსტრია/საქართველო): მრავალხმიანი მუსიკის ადრეული ხმოვანი ჩანაწერები: ტრანსკრიპცია და ინტერპრეტაცია”.
  1. ვასკო ზარა (იტალია): “უსასრულოდ. მრავალხმიანი პრაქტიკები და თეოლოგიური მსჯელობები ახალი ხელოვნების ეპოქაში”.
  1. მასიმო პრივიტერა (იტალია): “მრავალხმიანობა როგორც ეთსულოვნების სიმბოლო ადრეულ თანამედროვე ევროპაში”.
  1. როსანა დალმონტე (იტალია): “როგორც წარსულში, დღეს უფრო მეტად მუსიკა უნდა ინტერესდებოდეს ხალხითა და ღმერთით”.
  1. ჯიროლამო გაროფალო (იტალია): “ისონისა და ორხმიანობის კვალი სიცილიელი არბერეშების ბიზანტიურ გალობაში”.
  1. იაკშა პრიმორაცი (ხორვატია): “ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერა ხორვატიაში წარსულსა და აწმყოში”.
  1. ჯუზეპე მასიმო რიცო (იტალია): “სოპელას წრიული ურთიერთქმედება”.
  1. იოშკო ჩალეტა (ხორვატია): “ოიკანიე – (მრავალხმიანი) მუსიკალური სისტემა დალმაციის რეგიონში; საშემსრულებლო პრაქტიკების სოციალური და ემოციური განზომილებები”.
  1. ნინო ციციშვილი (ავსტრალია): “ვერბალური გამჭვირვალობა და მუსიკალური ამაღლება ქართული მრავალხმიანი სიმღერის გენდერულ ესთეტიკაში”.
  1. ალმა ბეიტულაჰუ და ურშა შივიცი (სლოვენია): “შეხვედრა ქართულ მრავალხმიანობასთან: სლოვენიაში ქართული სიმღერის ისტორია, სქესი და ინტერპრეტაცია”.
  1. ჟოაო სოიერო დე კარვალიო (პორტუგალია/აშშ): “სამხმოვანება, კვლევა და სამკუთხედი: ჰარმონიული მღერა, მოძრაობა და სოციალური სტრუქტურა მოზამბიკში”.
  1. უგო ფერანი (საფრანგეთი): “მალეს ხალხის მრავალხმიანი ნაწარმოებების კონცეპცია სამხრეთ ეთიოპიაში”.
  1. იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო): “სოციალური ფაქტორი ტრადიციულ მრავალხმიანობაში; განმარტება. შექმნა და შესრულება”.
  1. ჟანა პარტლასი (ესტონეთი): “მუსიკალური აზროვნება და ბგერითი რეალიზაცია ვოკალურ ჰეტეროფონიაში. რუსეთ-ბელორუსიის სასაზღვრო რეგიონის საქორწილო სიმღერების მაგალითზე”.
  1. ჟაკ ბუე (საფრანგეთი): “ჰეტეროფონია არ არის პოლიფონიის ნულოვანი ხარისხი: მაკედონიელი-ბოშა გრამოხტენების მრავალფეროვნება (დობროგეა, რუმინეთი)”.
  1. ენო კოჩო (დიდი ბრიტანეთი/ალბანეთი): “ისოზე-დაფუძნებული მრავალხმიანი უთანხლებო სასიმღერო სტილები”.
  1. ჯერალდ მენერი (ავსტრალია): “მრავალხმიანი ვოკალური ტრადიციებისა და სოციო-კულტურული სტრუქტურების თანაზიარობა”.
  1. მაურო ბალმა (იტალია): “გალობის სტილი და ცხოვრების სტილი: სინქრონული ცვლილებები ერთ სოფელში ალპები (კონე)”.
  1. ფულვია კარუზო (იტალია): “მრავალხმიანი სიმღერა ლატერაში (ვიტერბოს პროვინცია): მუსიკალური ქცევა და კუთვნილების შეგრძნება”.
  1. პაოლო ბრავი (იტალია): “განმეორებისა და ვარიაციის დიალექტიკა სამხრეთ სარდინიის იმპროვიზაციული პეზიის პოლიფონიურ აკომპანიმენტში”.
  1. ჟანკრისტოფ მაილარდი (საფრანგეთი): “ცენტრალური პირინეების ტრადიციული რელიგიური მრავალხმიანობები”.
  1. ირის გაიეტე (ესპანეთი): “ ‘პირინეუს მწუხრის’ დროის ლოგიკა”.
  1. ხაუმე აიატსი (ესპანეთი): ”რითმი რომელიც მსოფლიოს წესრიგს სთავაზობს. როგორ აშენებენ რიტმული მოდელები პირინეისა და კორსიკის რელიგიური საგალობლების რიტუალურ სივრცეს”.
  1. ჟანჟაკ კასტერე (საფრანგეთი): “მრავალხმიანობის ლექსიკონი და ტრანს-ისტორიული მიდგომა პირენეის გასკონიაში”.
  1. ანკიცა პეტროვიჩი (ხორვატია): “პოლემიკა ბოსნია-ჰერცეგოვინას ტრადიციული სოფლური სიმღერების ესთეტიკურ აღქმის გარშემო”.
  1. მილიცა სიმიჩი (სერბია): “მრავალხმიანი ხალხური სიმღერა როგორც სერბული ქალაქური კულტურის ‘ავანგარდული’ მოვლენა”.
  1. დაივა რაჩიუნაიტევიჩინიენე (ლიტვა): “ლიტვური მრავალხმიანი სუტარტინესის სპეციფიური მახასიათებლები: ჩიტის გალობის მღერა”.
  1. სებასტიანო პილოსუ (იტალია): “ტენორების სიმღერა და სოფლების წარმომადგენლობა: ორგოლოზოსა და ბორტიგალის შედარება”.
  1. რობერტო მილედუ (იტალია): “რა არის სწორი? ბოსას (სარდინია) მრავალხმიანი სიმღერის ნოტები”.
  1. ანდრეა კონჯა (იტალია): “ჰარმონიზაციის პროცესები და ლიდერობა მარუბიუს (სარდინია) მართლმადიდებელი თემის მრავალხმიან სიმღერაში”.
  1. მარკო ლუტცუ (იტალია): “პოლიფინიური ტრადიციის ხელახალი აღმოჩენა: ნუგედუ სან ნიკოლოს (შარდინია) მაგალითზე”.
  1. იგნაციო მურრუ (იტალია): “პოეზიის მსახურება. ხმებსა და აკორდეონს შორის ურთიერთობები რეპენტინაში (სარდინიული ზეპირი იმპროვიზაციული პოეზია)”.

Share it on