სამეცნიერო ფორუმები

ალბანეთი. 2012

Gjirokastra-castle-concert-2

ICTM მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფის მე-2 სიმპოზიუმი ჩატარდა ტირანასა და ვლორაში, (ალბანეთი) 2012 წლის 22-29 აპრილს. სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ: ულისეს ფონდი (ტირანა, ალბანეთი) და Institut für Volksmusikforschung und Ethnomusikologie Universität für Musik und darstellende Kunst Wien, Austria (ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების  უნივერსიტეტის, ავსტრია).

შეხვედრის თემები გახლდათ: 1. მრავალხმიანი მუსიკის პრაქტიკები როგორც კრეატიული პროცესები. 2. მრავალხმიანი მუსიკა რელიგიურ პრაქტიკაში. 3. პრემირებული მრავალხმიანი მუსიკა.

  1. არდიან აჰმედაია (ავსტრია/ალბანეთი). “ინტერვალები და ტემბრი სამხრეთ ალბანეთის ადგილობრივ მუსიკალურ პრაქტიკებში”.
  1. ხაუმე აიატსი (ესპანეთი). “კოლექტიურობის მშენებლობა: დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის პარალელური კვინტით ან კვარტით მრავალხმიან სიმღერაში”.
  1. მაურო ბალმა (იტალია). “მონოდიიდან პოლიფონიამდე: გენუას ტრალალეროს გამოცდილების შემოქმედებითი გზა”.
  1. ანდა ბეიტანე (ლატვია). “მრვალხმიანი სიმღერა ლატვიურ ტრადიციულ მუსიკაში: ჯილდოები და ყოველდღიური პრაქტიკა.
  1. პაოლო ბრავი (იტალია). “მიკრო-კრეატიულობა. ყელისმიერი პაუზები კუდში როგორც სტილისტური მარკერები სარდინიელი ტენორების სიმღერაში”.
  1. იოსკო ჩალეტა (ხორვატია). “კლაპას სიმღერა და ოიკანიე – ხორვატიული მრავალხმიანი მუსიკალური რეპერტუარის ნიმუშები”.
  1. ენრიკე კამარა დე ლანდა (ესპანეთი/არგენტინა). “ხალხური მუსიკის აღორძინება არგენტინაში: ვოკალური მელოდიების არანჟირება”.
  1. ჟან-ჟაკ კასტერე (საფრანგეთი). “კოლექტიური დეტერმინისმი და ინდივიდუალური გამოხატვა პირინეულ მრავალხმიან სიმღერაში”.
  1. ან კოფრიე (ბელგია). “ქალთა მრავალხმიანობა ჩრდილოეთ პორტუგალიაში. (მინიოსა და ტრას-ოს მონტეს პროვინციები)”.
  1. ჯიროლამო გაროფალო (იტალია). “სიცილიელი არბერეშების მრავალხმიანი სიმღერა: ბიზანტიურ საგალობლის ისონი და ორხმიანობა პარალიტურგიულ რეპერტუარებში”.
  1. კრიატინა გირარდინი (იტალია). “ორხმიანი პარალელური სიმღერა რომანიას რეგიონში: აწმყო და წარსული”.
  1. ურსულა ჰემეტეკი (ავსტრია). “ბოშური სიმღერები როგორც ავსტრიის არამატერიალური კულტურა. ზოგიერთი მოსაზრება კულტურულ პოლიტიკასა და უმცირესობებზე”.
  1. ლერი ფრენსის ჰილარიანი (სინგაპური). “რისტუალისტური პრაქტიკები სინგაპურის ქალაქურ მრავალხმიან მუსიკალურ კულტურებში”.
  1. ენო კოჩო (დიდი ბრიტანეთი/ალბანეთი). “ისონი – საერთო კომპონენტი სამხრეთ ალბანურ მრავალხმიან უაკომპანიმენტო სიმღერასა და ბიზანტიურ გალობაში”.
  1. გერდა ლეჰლაიტნერი (ავსტრია). საპანელო მოხსენება: “შემოქმედებითი პროცესები მრავალხმიანი მუსიკის ქმნადობაში”.
  1. გერდა ლეჰლაიტნერი (ავსტრია) და ნონა ლომიძე (ავსტრია/საქართველო). “მუსიკის ქმნადობა და პროცესი – კრეატიული ქმედება და აღქმა”.
  1. ვეი-ია ლინი (ავსტრია/ტაივანი). “ტაოს ხალხის (ტაივანის აბორიგენული ტომი) მრავალხმიანი სიმღერა”.
  1. ბერნარ-ლორტატ ჟაკობი (საფრანგეთი). საჯარო ლექცია: “სიმღერა და დალევა. ძალიან ცნობილი დუალიზმის ანალიზი”.
  1. იგნაციო მაკიარელა (იტალია). “მეორადი ზეპირი გადმოცემა და შემოწმედებითი პროცესები მრავალხმიან სიმღერაში”.
  1. რენატო მორელი (იტალია). ფილმის პრეზენტაცია “ხმები მწვერვალებიდან: სამი დღე პრემანაში”.
  1. ბოჟენა მუშკალსკა (პოლონეთი): “ხმათა პოლიფონია ებრაულ რელიგიურ ტრადიციებში”.
  1. იევა პანე (ატვია): “კრეატიულობის განზომილებები მუსიკალური პრაქტიკის დასაწყისში, ფორმაციასა და მოდიფიკაციაში”.
  1. ჟანა პარტლასი (ესტონეთი): “მუსიკალური კრეატიულობა ‘ტექსტზე-ორიენტირებულ’ სასიმღერო ტრადიციაში: მელოდიური ვარიაციის პროცესი სეტუს მრავალხმიან სიმღერებში”.
  1. ანკიცა პეტროვიჩი (ხორვატია/აშშ). “მრავალხმიანი საგალობლის ფენომენი მსოფლიო რელიგიებში”.
  1. რუდოლფ პიეტში (ავსტრია). “მრავალხმიანი მუსიკის განსაკუთრებული გამოჩენა ავსტრიის ხალხურ მუსიკაში”.
  1. ეკეჰარდ პისტრიკი (გერმანია) და ბლედარ კონდი (ალბანეთი/გერმანია). “ზღვის დაშრობის მოლოდინი’ მიგრაციული სიმღერები ოტრანტოს დაუკრძალავი/დაკრძალული მსხვერპლებისთვის და კოლექტიური გლოვის თავისუფალი ფორმა და გლოვა ლაბერიაში”.
  1. იაკშა პრიმორაცი (ხორვატია). “გლაგოლიტური სიმღერა: ხორვატიის ადრიატიკის უძველესი გალობის ახალი სიცოცხლე”.
  1. დაივა რაჩიუნაიტე-ვიჩინიენე (ლიტვა). “სუტარტინესი, ლიტვური მრავალხმიანი სიმღერები იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში: გამარჯვება და რისკი”.
  1. ნიკოლა სკალდაფერი (იტალია). “მრავალხმიანი სიმღერა ლოკალური იდენტობის მარკერი. ალბერეშების სოფლის ნიმუშები სამხრეთ იტალიიდან”.
  1. ლაქსმი გ. ტევარი (აშშ). “ბირაჰა: “ინდური ხალხური ჟანრი ტრინიდადსა და ტობაგოში”.
  1. სუზან ციგლერი (გერმანია). “ქართული საეკლესიო გალობა და მისი აღდგენა”.

 

 

 

 

 

 

Share it on