პროექტები

IMG_9845


2003 წელს გამოცემულ აუდიოდისკში წარმოდგენილია  ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კაბინეტის არქივში დაცული 1952 წლის კახეთის ექსპედიციის მასალები. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: გრიგოლ ჩხიკვაძე (ხელმძღვანელი), ოთარ ჩიჯავაძე, ედუარდ სავიცკი, თემურ ერისთავი, კახი როსებაშვილი და ალექსანდრე ბუკია.

Read More



ISSN 1512-2883 (#1-7)

eISSN 1512-228X (#8-)

ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მკითხველს აწვდის ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ბიულეტენის თემატიკა მოიცავს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს, ღვაწლმოსილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, ლოტბარებსა და შემსრულებლებს, ქართულ და უცხოურ ფოლკლორულ ანსამბლებს, ქართულ და უცხოურ ტრადიციულ მრავალხმიანობასა და საკრავიერ მუსიკას, მასალებს ძველი პრესიდან თანამედროვეობისათვის აქტუალური პრობლემატიკით, ფოლკლორულ ექსპედიციებს, ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და მეცნიერების კერების (მუზეუმების, ეთნოგრაფიული ინსტიტუტების და ა.შ.) შესახებ. ყოველ ნომერში იბეჭდება ერთი ქართული ხალხური სიმღერის ისტორია ამავე სიმღერის სანოტო ნიმუშთან ერთად.

Read More

pankisi


ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა საექსპედიციო მუშაობა. დღემდე ცენტრის სპეციალისტების, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგებისა და სტუდენტების მონაწილეობით განხორციელებულია 13 ექსპედიცია (მათ შორის, 10 იუნესკოს  პროექტის  ფარგლებში), როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომელთა შედეგად ჯერ კიდევ ცოცხალი უხუცესებისაგან დაფიქსირებულ იქნა მეტად საინტერესო ნიმუშები. საიტზე განთავსებული მრავალრიცხოვანი საექსპედიციო მასალა მოიცავს ფოტო, აუდიო, ვიდეო ნიმუშებს, ჩაწერილს 2003-2015 წლებში შემდეგ რეგიონებში:

Read More

14680923_1455764677784406_7349793392808493870_o


2002 წელს მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბაზაზე საფუძველი ჩაეყარა მრავალხმიანობის სიმპოზიუმებს, რომელსაც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. სიმპოზიუმი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. თავისი ფორმატითა და თემატიკის მრავალფეროვნებით ის გამორჩეულ ადგილს იკავებს მსგავს სამეცნიერო ფორუმებს შორის და შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის მრავალხმიანობის მკვლევრებს ერთმანეთს გაუზიარონ უახლესი კვლევების შედეგები. ამავდროულად, თუ მანამდე ქართულ მრავალხმიანობას მსოფლიოში მხოლოდ, პრაქტიკულად, სხვადასხვა ანსამბლის შესრულებით იცნობდნენ, სიმპოზიუმის დაარსების შემდეგ ამ ფენომენით დაინტერესდნენ მსოფლიოს სამეცნიერო წრეები – 2002 წლიდან ყოველ სიმპოზიუმზე უცხოელ მკვლევართა ერთი ან რამდენიმე მოხსენება ქართულ მრავალხმიანობას ეძღვნება.

Read More