სამეცნიერო ფორუმები

Polifonies Vivantes-მა (პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კორპუსი, რომელიც ორიენტირებულია ტრადიციული მრავალხმიანობის შესწავლაზე, ხელმძღვანელი – სიმჰა არომი) საფრანგეთის კულტურის სამინისტროსა და სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის პატრონაჟით, ასევე რუაიომონის ფონდის დახმარებით, რუაიომონის სააბატოში გამართა კონფერენცია ტრადიციული მრავალხმიანობის შესახებ, სახელწოდებით “რუსული ტრადიციული მრავალხმიანობა” (30 მაისი – 2 ივნისი). კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები კრებულის სახით გამოიცა  – “Les polyphonies populaire russes” (1993). ქვემოთ მოცემულია მეცნიერებისა და მათი მოხსენებების სია:

Read More

კონფერენცია სახელწოდებით “რუსეთის ვოკალური მრავალხმიანობა” ჩატარდა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში, 1989 წლის 24-29 სექტემბერს. მისი ორგანიზატორები გახლდნენ საბჭოთა კავშირის მუსიკოლოგთა და ფოლკლორისტთა კომიტეტი, კომპოზიტორთა კავშირი და გნესინის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტი. მოხსენებების შემოკლებული ვერსიები (თითეული სამ გვერდიანი, ზოგს თან ახლავს მუსიკალური მაგალითები) გამოიცა რუსეთში (იხილეთ ენგოვატოვა, 1989). ქვემოთ მოცემულია კონფერენციის პროგრამაში წარმოდგენილ მეცნიერებისა და მათი მოხსენებების სია:

Read More

p18q05bgvhffvt0cnek1g8f1c9o5

მესამე საერთაშორისო კონფერენცია “ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები” (წინა ბორჯომში გაიმართა) ჩატარდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (15-22 ოქტომბერი). კონსერვატორიასთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპოზიტორთა კავშირი და საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება. მომდევნო კონფერენციის გამართვა 1991 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ გაუარესებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის, 1991-92 წლებში სამოქალაქო ომისა, ოსეთისა და აფხაზეთის ომების გამო იგი არ შედგა. 1998 წელს წარმოდგენილი აბსტარქტები გამოიცა (1988, ჟორდანია). იხილეთ კონფერენციის პროგრამაში წარმოდგენილი მეცნიერებისა და მათი მოხსენებების სია:

Read More

მეორე საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები” გაიმართა ბორჯომში, საკურორტო კომპლექსში “კომპოზიტორთა დასვენებისა და შემოქმედების სახლში” 10-დან 15-ნოემბრამდე. სამეცნიერო სესიები დილითა და შუადღით, საღამოობით კი ქართული ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერების კონცერტები იმართებოდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ანსამბლები ღებულობდნენ მონაწილეობას (ყოველ კონცერტზე ორი ანსამბლი იყო წარმოდგენილი). საკონფერენციო მასალა აბსტრაქტების სახით გამოიცა (ჟორდანია, 1986). გთავაზობთ მკვლევართა და მათ მოხსენებათა სიას, ასევე გამოცემაში დამატებულ აბსტრაქტებს.

Read More

1984 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა კონფერენცია “ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები”. იგი იყო პირველი ტრადიციული მრავალხმიანობის ბიენალეს კონფერენციების სერიიდან. კონფერენცია მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართა, 11 ოქტომბერიდან-14 ოქტომბრამდე. დილითა და შუადღით მონაწილეები სამეცნიერო სესიებს ესწრებოდნენ, საღამოს კი სპეციალურად მათთვის გამართულ ტრადიციული მრავალხმიანობის კონცერტებს. ს.ს.ს.რ-ის სხვადასხვა რესპუბლიკების მკვლევარებმა (დღეს მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი სახელმწიფოა) კონფერენციაზე წარმოადგინეს მოხსენებები. მათი მოკლე ვერსია 1985 წელს კრებულის სახით გამოიცა (ჟორდანია, 1985), ამ კრებულს დაერთო რამოდენიმე მოხსენებაც. ის მოხსენებები, რომელნიც 1984 წელს არ იყო წარმოდგენილი, მაგრამ კრებულში შევიდა ქვემოთ მოტანილ სიაში მონიშნულია.

Read More

 “ბურდონი ევროპულ ხალხურ მუსიკაში”, ეს გახლდათ საერთაშორისო კონფერენციის სათაური, რომელიც სანტ – პოლტენში, ავსტრიაში ჩატარდა (28 მაისი – 2 ივნისი, 1973). კონფერენციის პროგრამაში 16 მოხსენებაა წარმოდგენილი, ათი მათგანი (მათ შორის ერთი ახალიც, ბურდონული მრავალხმიანობა ისლანდიაში) 1981 წელს გერმანიაში გამოქვეყნებულ კრებულში შევიდა (იხილეთ გერმანია, 1981). ამ სიაში აღნიშნულია ის მოხსენებებიც, რომელიც არ გამოქვეყნებულა. 

Read More

 საბჭოთა კავშირის მუსიკისმცოდნეებისა და ფოლკლორისტების მეხუთე ეროვნული სემინარი საქართველოში ჩატარდა 27 მაისი – 7 ივნისი. სემინარის სათაური გახლდათ “მრავალხმიანობა ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებაში”. ამ სარისკო წამოწყების ორგანიზატორები იყვნენ საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორული კომიტეტი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი და საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომიტეტი. სამეცნიერო სესიები დასავლეთ საქართველოს სხვადასვა ქალაქებში მოეწყო. სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდა გაცნობოდნენ მთელ რიგ ადგილობრივ ანსამბლებს (ოფიციალური წერილის თანახმად, 32 ანსამბლს), შესრულებულ იქნა 200-ზე მეტი სიმღერა, შესრულების პროცესი ფონომასალის სახით დააფიქსირეს სემინარის მონაწილეებმა. ზოგიერთი მომხსენებელი დაწერილი მოხსენების გარეშე წარდგა. კონფერენციის მოხსენებები და აბსტრაქტები არ გამოქვეყნებულა. გთავაზობთ მონაწილეთა და მათ მოხსენებათა სიას:

Read More

Travel-to-South-Africa-Music-Cultures

განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განას უნივერსიტეტმა ლეგონში უმასპინძლა საერთაშორისო ტრადიციული მუსიკის საბჭოს მეთვრამეტე საერთაშორისო კონფერენციას (27 ივლისი – 3 აგვისტო, 1966წ). ეს უკანასკნელი არ მოიცავდა მხოლოდ ტრადიციული კონფერენციის პრობლემებს. წამყვანი ორი თემა გახლდათ: (1) “ხალხური მუსიკის მიგრაცია და ამ მიგრაციის გავლენა მუსიკალურ სტილსა და კონტექსტზე”. (2) “კოლექტიური შესრულების ტექნიკები მუსიკასა და ცეკვაში”.

ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს მეორე თემა. ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი მრავალი მოხსენება დაიბეჭდა “საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის საბჭოს ჟურნალში” გამოცემა 1967წ, რომელსაც თან ახლდა კ. პ. ვაშმანის მიერ სხდომებზე გაკეთებული კოლექტიურ შესრულების ტექნიკასთან დაკავშირებული შემაჯამებელი შენიშვნები. ქვემოთ წარმოგიდგენთ მკვლევარებისა და მათი მოხსენებების სიას. ეს მასალები 1967 წელს გამოიცა.
Read More