დასრულებული

ტრადიციული მრავალხმიანობის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი

Webp.net-compress-image

2018 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონატით ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი გამართა.

მეცხრე სიმპოზიუმში მონაწილეობდა 47 მეცნიერი მსოფლიოს 17 ქვეყნიდან, ამათგან 15 მეცნიერი საქართველოდან. მე-9 სიმპოზიუმის საკონცერტო პროგრამა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა – „თბილისური ფოლკლორი“, „ფოლკლორი და თანამედროვეობა“, „ქართული და მსოფლიო მრავალხმიანობა“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართული კონცერტების მთავარი თემები იყო, რომლებსაც წინ უძღვოდა შუადღის კონცერტები კონსერვატორიის მცირე დარბაზში. მათში მონაწილეობდნენ ქართული მრავალხმიანობის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ქართული ფოლკ-ფიუჟენ მუსიკის შემსრულებელი ჯგუფები და თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მუსიკოსები, აგრეთვე, სარდინიული, ლატვიური და ფრანგული მრავალხმიანობის შემსრულებელი ანსამბლები.

სომპოზიუმზე ასევე წარმოდგენილი იყო დან შატის (დიდი ბრიტანეთი/გერმანია) ფილმი „მთვარით განბანილები“ (ალბანური ტრადიციული პოლიფონიის შესახებ) და ჰუგო ზემპისა (საფრანგეთი) და ნონა ლომიძის (ავსტრია/საქართველო) ფილმი – „კახური მრავალხმიანი ნანები“.

Share it on