Uncategorized



2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამაგისტრო პროგრამა (მუსიკოლოგიის სპეციალობით). ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების მესამე წლის დოქტორანტია. თბილისის კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი, ICTM-ის წევრი. ასევე, არის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სოციალური ქსელებისა და პროექტების მენეჯერი. 2009-2013 წლებში მუშაობდა რადიო მუზასა და ფოლკ რადიოში. მისი სამეცნიერო  ინტერესის სფეროა ქართულ და მეზობელ მუსიკალურ კულტურებს შორის ურთიერთკავშირებისა და ურთიერთქმედების საკითხები. 2016 წელს მონაწილეობდა ICTM-ის ტრადიციული მუსიკის ისტორიული წყაროების კვლევის ჯგუფის 21-ე სიმპოზიუმში (პარიზი, საფრანგეთი).

Paul Klee "Polyphony"


მრავალხმიანობას, როგორც წესი, განსაზღვრავენ, როგორც ისეთი ტიპის მუსიკას, სადაცერთდროულად ისმის ერთზე მეტი სიმაღლისბგერა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ვეთანხმები მრავალხმიანობის აღნიშნულგანსაზღვრებას, მიმაჩნია, რომ იგი ძალიან ცალმხრივია და არ ითვალისწინებს ვოკალური მრავალხმიანობისათვის უაღრესად მნიშვნელოვან სოციალურ ფაქტორს. ჩემი ღრმა რწმენით, ვოკალური მრავალხმიანობის ფენომენში გარკვევისათვის აუცილებელია გამოვყოთ ორი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ამ მოვლენის არსს ასახავენ. ესენია სოციალური და მუსიკალური ფაქტორები. მრავალხმიანობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს კულტურაში როგორც ერთიანი მოვლენა (ანუ მოვლენა, რომელიც ორივე –სოციალურ და მუსიკალურ ფაქტორებს მოიცავს), მაგრამ მრავალხმიანობა ასევე შეიძლება იყოს წარმოდგენილი კულტურაში მხოლოდ სოციალური, ან მხოლოდ მუსიკალური ფაქტორის საშუალებით. სოციალური მრავალხმიანობა გულისხმობს ადამიანთა ჯგუფის მიერ აქტიურ მუსიკალურ ურთიერთობას. მუსიკალური მრავალხმიანობა გულისხმობს ისეთი ტიპის მუსიკას, რომელშიც ერთდროულად ჟღერს ერთზე მეტი სიმაღლის ბგერა. აშკარაა, რომ მრავალხმიანობის განსაზღვრის ზემოთ ნახსენები ტრადიციული ფორმულირება ეყრდნობა მხოლოდ მუსიკალურ ფაქტორს და საერთოდ არ ითვალისწინებსსოციალურ ფაქტორს. სოციალური და მუსიკალური ფაქტორები ყოველთვის არ თანაარსებობენ კონკრეტულ კულტურებში. მაგალითად, უნისონური (ან ოქტავური) სიმღერის ფენომენი სოციალურად მრავალხმიანობაა (რადგანაც საქმე გვაქვს ჯგუფურ მუზიცირებასთან), მაგრამ მუსიკალურად ეს არის ერთხმიანობა (რადგან განხვავებული სიმაღლის ბგერების შერწყმასთან არა გვაქვს საქმე). 

Read More



იაპონია (აინები)

 მრავალხმიანი მღერის ყველაზე იზოლირებული ტრადიცია მსოფლიოში არსებობს აღმოსავლეთ აზიაში – ჩრდილოეთ იაპონიასა და კურილიის კუნძულებზე მცხოვრებ აინებს შორის.

აინების ეთნიკური, ლინგვისტური და რასობრივი მიკუთვნება არაერთხელ განხილულა მეცნიერებაში. თავდაპირველად ევროპელებმა ისინი ფინელებს მიამსგავსეს. ჩრდილოეთ იაპონიაში დღეისათვის დაახლოებით 20.000 აინი ცხოვრობს (ძირითადად კუნძულ ხოკაიდოზე). მათგან დაახლოებით ას ადამიანს შეუძლია მხოლოდ დღეს აინთა ენაზე საუბარი.

აინთა ტრადიციული მრავალხმიანობა მოკლე მუსიკალური ფრაზების კანონიკურ იმიტაციაზეა დაფუძვნებული. ტანიმოტოKკაზუიუკის (1965, 1975) გამოკვლევის თანახმად, აინური მუსიკის 13 სხვასხვა ჟანრიდან ყველაზე მთავარია ორი:

1) უპოპო, ესაა წრეში მჯდარი მოხუცების მიერ ნამღერი კანონური მრავალხმიანობა, დa 2) რიმზე, ესაა წრიული ცეკვა, იშვიათად ნამღერი კანონითურთ.

Read More



ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1962-2006 წწ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1962). მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში (1962-2006). ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა (ქართულ, რუსულ, გერმანულ ენებზე), მათ შორის ოთხი გამოცემულია ცალკე წიგნად. აქტიურად იყო ჩაბმული საველე საქმიანობაში საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის რეგიონებში.

საკანდიდატო დისერტაცია “ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკა” (1967), სადოქტორო დისერტაცია “ქართულ-ჩრდილოკავკასიური ეთნოკულტურული ურთიერთობანი”.

Read More



2016 წლის 15 აპრილს დასრულდა ტრადიციული მრავალხმიანობის მე-8 საერაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეთა რეგისტრაცია, 25 აპრილისთვის  კი სიმპოზიუმის საპროგრამო კომიტეტმა გამოაცხადა  თეზისების განხილვის შედეგები.

რიგით მე-8 სიმპოზიუმში, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება  2016 წლის  26-30 სექტემბერს, სხვადასხვა ფორმატით მონაწილეობის მისაღებად დაშვებულია 53 მეცნიერი, ამათგან მსოფლიოს 17 ქვეყნიდან 32 უცხოელი და საქართველოდან  23  მკვლევარი.