მიმდინარე

ESEM კონფერენცია

2017 წლის სექტემბერში ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში უმასპინძლებს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ეთნომუსიკოლოგიური საზოგადოების, ESEM-ის (European Seminar in Ethnomusicology ) კონფერენციას.

ESEM-ის ხელმძღვანელობის მოთხოვნის საფუძველზე, კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი დაკომპლექტდება ადგილობრივი, ტრადიციული მრავალხმანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის კადრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ, როგორც წინასაკონფერენციო მოსამზადებელ საქმიანობის, ისე, უშუალოდ, ხუთ დღემდე საკონფერენციო პერიოდში დაგეგმილი აქტივობების სათანადოდ წარმართვას. სამეცნიერო სესიებში გაერთიანებული იქნება ინდივიდუალური თუ საპანელო მოხენებები, პოსტერ-პრეზენტაციები, ჯონ ბლექინგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექცია, ფილმების ჩვენებები თუ  თავისუფალი დისკუსიები. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ტრადიციული მუსიკის კონცერტები და დაიგეგმება კულტურული დღე კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებისათვის.

კონფერენციის ოფიციალური გახსნა, ტრადიციულად, ჩატარდება ESEM-ის პრეზიდენტისა და ადგილობრივი ორგანიზატორის, ამ შემთხვევაში, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო  ცენტრის წარმომადგენელის მიერ.

კონფერენციაზე მონაწილეობის განაცხადის ფორმას ჩვენს ვებ-გვერდზე ნოემბრის ბოლოდან უკვე იხილავთ. აბსტრაქტების გამოგზავნის ვადა იანვრის ბოლოს ამოიწურება.

Share it on