ეთნომუსიკოლოგიური ნაშრომები

მაგდა სუხიაშვილის წიგნი „ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორია. ლექციები“



ქართული საეკლესიო მუს. ისტორია-გარეკანი (3)

მაგდა სუხიაშვილის წიგნში „ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორია. ლექციები“ გაშუქებულია ქართული სამგალობლო ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საკითხები. ვინაიდან ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიის არც სახელმძღვანელო და არც ლექციების კურსი დღემდე არ გამოცემულა, წიგნი სტუდენტთა სასწავლო რესურსით უზრუნველყოფის პირველი ცდაა. იგი ასახავს ავტორის თითქმის ორი ათეული წლის პედაგოგიური მოღვაწეობით დაგროვილ გამოცდილებას. წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ კონსერვატორიის სტუდენტთათვის, არამედ საეკლესიო მუსიკისა თუ მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისთვის და ქართული სამგალობლო ხელოვნებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვისაც.

 

წიგნის ელ. ვერსია

Share it on