კომპიუტერული (გამოთვლითი) ეთნომუსიკოლოგიის შესავალი
3 დღიანი, პრაქტიკული სემინარი თბილისში
2023 წლის 20-22 სექტემბერი
ლექტორთა გუნდი: ფრენკ შერბაუმი, ნანა მჟავანაძე, დავით შუღლიაშვილი, ლევან შუღლიაშვილი
კომპიუტერული ეთნომუსიკოლოგია (CE) არის კომპიუტერული მეცნიერებისა და გამოთვლითი მეთოდების გამოყენება მუსიკის შესწავლაში სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში. ის მიზნად ისახავს მუსიკალური ტრადიციებისა და პრაქტიკის გაანალიზებას, წარმოდგენას და გაგებას გამოთვლითი ხელსაწყოებისა და ალგორითმების გამოყენებით, როგორიცაა და მონაცემთა ანალიზი. გამოთვლითი ეთნომუსიკოლოგიის მიზანია გააუმჯობესოს მუსიკის გაგება კულტურებში და შექმნას ახალი შეხედულებები მუსიკის სტრუქტურის, მნიშვნელობისა და სოციალური ასპექტების შესახებ.
ამ სამდღიანი სემინარის მიზანია ტრადიციული ქართული ვოკალური მუსიკის შესასწავლად კომპიუტერული ინსტრუმენტების გამოყენების ძირითადი პრაქტიკული გამოცდილების მიწოდება. სემინარის ცენტრალური თემა იქნება „ტონალური ორგანიზაციის (წყობის სისტემის) ანალიზი აუდიო ჩანაწერებიდან“.
პირველი დღე მიეძღვნება ინტენსიურ კურსს კვლევის არსებულ მდგომარეობაზე ბგერის აკუსტიკურ თვისებებსა და აღქმასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მახვილით „სიმაღლესა“ და „სიმაღლის განსაზღვრაზე“. მეორე დღეს დაგეგმილია მონაწილეების მიერ ქართული სამნაწილიანი სიმღერის ჩაწერა და ჩანაწერების შემდგომი განალიზება სხვადასხვა პერსპექტივიდან. მესამე დღეს განიხილება ექსპერიმენტული ჩანაწერების ანალიზის შედეგები და ბოლოს წარმოდგენილი იქნება კომპიუტერული საშუალებებით შესრულებილი .ქართული ტრადიციული მუსიკის დასრულებული და მიმდინარე კვლევითი პროექტები შერჩევით.
სემინარი განკუთვნილია კომპიუტერის საბაზისო უნარების მქონე მონაწილეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ იქონიონ საკუთარი კომპიუტერი da მზად არიან ჩაერთონ ვორკშოპში უაღრესად ინტერდისციპლინურ თემაზე, რომელიც ეხება მუსიკას, აკუსტიკას, ეთნომუსიკოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებას. სემინარი შეზღუდულია მაქსიმუმ 10 მონაწილით. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ელფოსტაზე fs@geo.uni-potsdam.de და polyphony@tsc.edu.ge გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2023 წლის 31 მაისისა:
ა) ელ.წერილი თქვენი რეზიუმეთი (CV) და
ბ) წერილი, რომელშიც ახსნილი იქნება თქვენი მოტივაცია და გამოცდილება