განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განას უნივერსიტეტმა ლეგონში უმასპინძლა საერთაშორისო ტრადიციული მუსიკის საბჭოს მეთვრამეტე საერთაშორისო კონფერენციას (27 ივლისი – 3 აგვისტო, 1966წ). ეს უკანასკნელი არ მოიცავდა მხოლოდ ტრადიციული კონფერენციის პრობლემებს. წამყვანი ორი თემა გახლდათ: (1) “ხალხური მუსიკის მიგრაცია და ამ მიგრაციის გავლენა მუსიკალურ სტილსა და კონტექსტზე”. (2) “კოლექტიური შესრულების ტექნიკები მუსიკასა და ცეკვაში”.
1. იზაბელ არეტზი, ვენესუელა, კარაკასი. “მრავალხმიანი გალობა სამხრეთ ამერიკაში”.
2. დებორა ბერტუნოფი, ისრაელი, თელ ავივი. “სხეულის მოძრაობის აქცენტუაციის შედარებითი შესწავლა სხვადასხვა კულტურებში”.
3. ერნსტ ემსჰაიმერი, შვედეთი, სტოკჰოლმი. “ქართული ხალხური მრავალხმიანობა”.
4.ნიკოლას ინგლანდი, ა.შ.შ, ნიუი იორკი. “ბუშმენური კონტრაპუნქტი”.
5. აკინ ეუბა, ნიგერია, “მრავალხმიანობის ბგერათსიმაღლებრივი ხაზები იორუბას საგუნდო მუსიკაში”.
6. ფელიქს ჰოოებურგერი, გერმანია, რეგენსბურგი. “ბერძნული მაკედონიის ორიენტალური ელემენტები ხალხურ ცეკვასა და ხალხურ საცეკვაო მუსიკაში”.
7. ატანა ანარ მერსაჰ, განა, ლეგონი. “გაილ-გუს, კუოძოს და აუტუ საკუმოს მრავალხმიანობა”.
8. კუაბენა ნკეტია, განა, ლეგონი. “მრავალხმიანი ქსოვილი გოგოს მუსიკაში, ტანზანია”.
9. დევიდ რუცროფტი, გაერთიანებული სამეფო, ლონდონი. “ნგუნის ვოკალური მრავალხმიანობა”.
10. სიმჰა არომი, საფრანგეთი, პარიზი “ცენტრალური აფრიკის ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის მუსიკალური ინსტრუმენტები”.